საშუალო სკოლა – ნაწილი III

330

საშუალო სკოლა

ნაწილი III

ჯეიმსი, ჯოისი, კოტონი და მაკჯი არ აპირებდნენ რომ შეშვებოდნენ სწავლებას საშუალო სკოლაში. მათ ამოირჩიეს სენტ-ვისენტ­__სენტ-მერის საშუალო სკოლა, საკალათბურთო გუნდი ჩაიბარა კიტ დამბროტმა.
პირველი გადავიდა ჯოისი და მას მიჰყვა ყველა მეგობარი. ჯოისის და კოტონის მამები კი მწვრთნელის დამხმარეები გახდნენ.
მიუხედავად იმისა რომ სკოლაში გადასახადი იყო საკმაოდ დიდი, 4800$ სემესტრის განმავლობაში და ლებრონის მარტოხელა დედასთვის ეს იყო მიუწვდომელი თანხა, მაგრამ წარმატებულ სტუდენტებს უნიშნავდნენ სტიპენდიას და ლებრონს კარგი ნიშნებით სწორედ რომ სტიპენდია ერგო, რაც საკმარისი იყო გადასახადისთვის. გარდა ამისა ის გახლდათ სასურველი შენაძენი არა მარტო საკალათბურთო, არამედ ამერიკული ფეხბურთის გუნდისთვისაც.

ამერიკული ფეხბურთი:

8403217_orig

14 წლის ლებრონის სიმაღლეში გახლდათ 182 სმ, დიდი ხელები, რაც ძალიან ეხმარებოდა ფეხბურთში. ის თამაშობდა რესივერის პოზიციაზე.
მისი ამოცანა იყო, რომ სწრაფად გაეკეთებინა გარღვევა წინ, მიეღო კვოტერბეკის მიერ გაკეთებული გადაცემა და შესულიყო ქულის ზონაში.
პირველ სეზონში ლებრონი ბევრი ვერაფრით დაეხმარა სკოლის საფეხბურთო გუნდს „ფაითინ აირიშ“-ს, მაგრამ მეორე სეზონში მან დაიჭირა 42 გადაცემა, წაწია გუნდი 840 იარდით და გააკეთა 11 თაჩდაუნი.
შესაბამისად ჯეიმსის მიმართ დაინტერესება გამოთქვეს ამერიკული კოლეჯების საფეხბურთო გუნდება. ბევრი მას ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედაც თვლიდა, რომელიც შეძლებდა გამხდარიყო ვარსკლავი სტუდენტური ფეხბურთისა და მომავალში პროფესიონალებში გადასვლის პერსპექტივით.

ამავე დროს ის ითვლება პერსპექტიულ კალთბურთელადაც. საკალთბურთო ექსპერტები შიშობდნენ, რომ ლებრონი გააგრძელებდა ფეხბურთის თამაშს, რომელიც ცნობილია არაპროგნოზირებადი სიტუაციებით: ერთ წარუმატებელ ნახტომს ან შეჯახებას შეუძლია ტრავმა მოგაყენოს და შენს სპორტულ ამბიციას ჯვარი დაესმება.
როცა ლებრონი ფეხბურთში მესამე სეზონზე დარჩა, დედამისმა გააფორმა დაზღვევა ტრავმის მიყენებისგან.

მე-3-ე სეზონი სკოლის საფეხბურთო გუნდში ლებრონისთვის უფრო წარმატებულია ვიდრე წინა. მის ანგარიშზე არის: 52 გადაცემა, გუნდის წაწევა 1310 იარდით და 15 თაჩდაუნი. „ფაითინ აირშ“-მა მოიგო 9 თამაში 14-დან, გახდა რეგიონალური ჩემპიონი და გადის ოჰაიოს შტატის ნახევარფინალში.
ლებრონი მისი სიჩქარით ხდება უფრო და უფრო სასურველი შტატის ყველა უნივერსიტეტის გუნდებისთვის. მწვრთნელს დჯეი ბროფის, რომელიც თავის დროზე თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე „მაიამი დოლფინსი“-ს რიგებში, მიაჩნია რომ ჯეიმს აქვს ყველა შანსი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე თუ ის კონცენტრაციას გააკეთებს მხოლოდ ამერიკულ ფეხბურთზე.
ჯეიმსი ფეხბურთს დაემშვიდობა მას შემდეგ რაც ერთ-ერთ თამაშში თითი მოიტეხა. ტრავმა არ იყო სერიოზული, მაგრამ ამ ტრავმამ დააფიქრა რისკზე, რომელსაც ის თავის მომავალს აყენებდა ორის სპორტის სახეობის შეთავსებით.

კალათბურთი:

u3ru55i9soupojsdwadz

როცა ლებრონი მეგობრებთან ერთად შედის სკოლის საკალათბურთო გუნდში „ფაითინ აირიშ“, დამბროტის ხელმძღვანელობით, ამ გუნდში უკვე იყო საკმაოდ კარგი მოთამაშეები, მაგრამ მათ ფონზე ჯეიმსი მაინც გამოირჩეოდა. დამბროტმა მეგობარი მოიწვია, ბენ ბრაუნი, რომელიც წვრთნიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის საკალთბურთო გუნდს, რომ ენახა პერსპექტიული მოთამაშე და ბრაუნმა გამოიტანა დასკვნა რომ ლებრონი მეტისმეტად კარგი იყო სტუდენტური კალათბურთისთვის და სკოლის დამთავრების შემდეგ ის პირდაპირ NBA-ში წავა.
„ფაითინ აირიშ“-ის პირველ თამაშში ლებრონმა დააგროვა 15 ქულა, ხოლო სადებიუტო სეზონი დაამთავრა საშუალოდ 18 ქულაზე მეტი ქულით ყოველ თამაშში. მხოლოდ ერთადერთ თამაშში, 4 წლის განმავლობაში,  მის მიერ მოპოვებული ქულა გახლდათ 10-ზე ნაკლები.
ჯეიმსი გამოირჩევა კარგი ტყორცნით და გამიზნული გადაცემებით,
მთავარი მწვრთნელი ასევე აღნიშნავს ჯეიმსის მშვიდ თამაშს და უნარს სწრაფად გაწყვეტილების მიღებისა.
1999/2000 წლის სეზონი ლებრონის გუნდმა გაირა დაუმარცხებლად და 27 გამარჯვებით, ხოლო ფინალში გაიმარჯვა 73-55 ჯეიმსთაუნ გრინვიუს სკოლის გუნდთან.
15 წლის ლებრონი, რომელმაც ფინალში დააგროვა 27 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა, აღიარებულ იქნა ფლეი-ოფ-ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და შტატის სიმბოლური ნაკრების პირველ გუნდშიც მოხვდა.

შტატის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ლებრონის სახელი საკალათბურთო ჟურნალისტებისთვის ცნობილი ხდება, მისით მედია ინტერესდება.

downloadSLMP-120700-CN1.pdf2000 წლის ზაფხულს ჯეიმსი მიემგზავრება საკალთბურთო ბანაკში, კალიფორნიის შტატი, ოკლენდი. შემდეგ ის რებულობს მოწვევას ჰოვარდ გარფინკელისგან, რომლის ხელშიც გაიარა მაიკლ ჯორდანი, სტეფონ მარბერი და გრანტ ჰილლი. იქ ლებრონი დომინირებს არა მხოლოდ თავის ასაკობრივ ჯგუფში, არამედ უფროსკლასელებთანაც. მეორე სასწავლო წლის დაწყებამდე ჯეიმს უკავია პირველი ადგილი თანატოლებში Athlon Spots-ის რეიტინგში და მეორე ადგილი Sporting News-ს რეიტინგში.

ლებრონის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი არის, რომ „ფაითინ აირიში“ ქირაობს აკრონის უნივერსიტეტის უფრო დიდ დარბაზს, რათა დაკმაყოფილდეს ამომავალი ვარსკლავის მნახველთა ინტერესი.

LOS ANGELES - JANUARY 4: LeBron James #23 of St. Vincent-St. Mary High School talks on the court during the Ninth Pangos Dream Classic game against Mater Dei High School at Pauley Pavilion on the UCLA campus on January 4, 2003 in Los Angeles, California. St. Vincent-St. Mary won 64-58. (Photo by Stephen Dunn/Getty Images)
მეორე წელი „ფაითინ აირიშ“-მა ლებრონთან ერთად დაიყო 9 მოგებით ზედეიზედ.
2001 წლის სეზონში ხვდებიან ოაკ-ჰილის აკადემიის გუნდს, იმ მომენტისთვის საერთონაციონალური რეიტინგის პირველ-ადგილოსანს, რომლის ლიდერიც გახლდათ მაღალი ცენტრი დესეგან დიოლი.
ლებრონმა იმ თამაშში მოახერხა 33 ქულის მოგროვება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის 78-79: ერთადერთი მარცხი მთელი სეზონის განმავლობაში. ხოლო შტატის დონეზე მათთვის არავინ არის ტოლ-სწორი და ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეუფლებიან მეორე ზედიზედ საჩემპიონო ტიტულს. ლებრონისთვის სეზონი დასრულდა შემდეგი სტატისტიკით:
25,2 ქულა – 7,2 მოხსნა- 5,8 გადაცემა და 3,8 ჩაჭრა საშუალოდ ერთ თამაშში.
დასახელებულია საუკეთესო კალათბურთელად ოჰაიოს შტატის სკოლის კალათბურთელებს შორის, შეყვანილია აშშ-ს სიბოლურ ნაკრებში – USA Today – ს მიხედვით და დასახელებულია საუკეთესო კალათბურთელად თანატოლებს შორის Sporting News – ს აზრით.

169852796

2001/2001 წლის სეზონის დაწყების წინ გუნდმა დაკარგა მთავარი მწვრთნელი – კიმ დამბროტმა 2 ზედიზედ მოგებული ჩემპიონობის შემდეგ მიიღო მოწვევა აკრონის უნივერსიტეტისგან. მისი ადგილი დაიკავა დრიუ ჯოისმა, რომელიც მანამდე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა მწვრთნელის თანამშემწედ.
მე-3 სეზონი ლებრონის გუნდი მუდმივ მოგზაურობაში იმყოფებოდა, ვინაიდან გუნდი ღებულობდა მოწვევას სხვა შტატების წარმომადგენლებისგან და წარმატებულად თამაშობდა საუკეთესო სკოლებთან.
2002 წლის თებერვალში ლებრონს და მის მეგობრებს კვლავ გადაეყარა გუნდი ოაკ-ჰილიდან, რომელთა შორის გამორჩეული იყო კარმელო ენტონი. მისი და ჯეიმსის დაპირისპირება დასრულდა ისევ ოაკ-ჰილლის გამარჯვებით: ენტონიმ დააგროვა 34 ქულა, ლებრონმა – 36.
ამ თამაშმა იმდენად დიდი ყურადღება გამოიწვია რომ ფაქტიურად ბევრად არ ჩამოუვარდებოდა იმ თვეში გამართულ NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩის მიმართ გამოწვეულ ინტერესს.
მე-3 წელი ზედიზედ, შტატის დონეზე, რეგულარულ სეზონში გუნდს ისევ ვერავინ უწევს წინააღმდეგობას.
ფლეი-ოფ-ის სერიას „ფაითინ აირიში“ იწყებს გამანადგურებელი გამარჯვებით, დაამარცხა რა მოწინააღმდეგე 60 ქულიანი სხვაობით.
მე-2 თამაშში მეტოქე დამარცხებულია 39 ქულიანი სხვაობით, ხოლო ნახევარფინალში გამარჯვება მოპოვებულია 29 ქულიანი სხვაობით.
მაგრამ ფინალში, იმისდა მიუხედავად რომ ლებრონმა დააგროვა 32 ქულა, გუნდი მარცხდება ანგარიშით 71:63.

8782733_orig

ამავე დროს ინტერესი ლებრონის მიმართ გადის ახალ დონეზე.
საკალათბურთო ჟურნალი SLAM მის შესახებ სტატიას წერს, ხოლო 2002 წლის თებერვალში ჯეიმსი ჩნდება Sports Illustrated-ს გარეკანზე წარწერით „რჩეული“, რომელსაც მრავალ მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. პუბლიკაციის შემდეგ ჟურნალისტები და გულშემატკივრები ლებრონს გასაქანს არ აძლევენ, მწვრთნელმა ჯოისმა ამას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „მას უკვე ნორმალური ცხოვრება აღარ აქვს, ცნობადობას საკუთარი ფასი გააჩნია“.
ბევრი თვლიდა, რომ ჯეიმსი მზად იყო პროფესიონალური კარიერისთვის და ლობირებას უწევდა იმ აზრს, რომ ის უნდა წასულიყო NBA-ში სკოლის დამთავრების შემდეგ, რასაც ასოციაცია ფორმალურად კრძალავს კიდეც.
ამის გარდა, ლებრონს რიგი დაუდგა მწვრთნელებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სელექციონერებისა, რომლებსაც ეიმედებოდათ, რომ ის თუნდაც წელიწადს გაატარებდა სტუდენტურ კალათბურთში.

2370010_orig

„შუთინგ სთარზ“-ის საზაფხულო ტურის დროს, ჩიკაგოში, ლებრონი ხვდება NBA-ს კლუბების სელექციონერებს და პროფესიონალ მოთამაშეებს.
მეორე თამაშში ის ღებულობს ტრავმას, როცა უიღბლოდ ეჯახება მცველს, როცა ცდილობს ჩააგდოს ბურთი კალათაში ზემოდან და პარკეტზე ვარდება ზურგით – შედეგად იზიანებს მარცხენა ხელს. ტრავმა იყო საკმაოდ სერიოზული და აღდგენას თვენახევარი მოუნდა. ზაფხულის სეზონი ლებრონისთვის დასრულდა და თავისუფალი დრო მან Nike-სა და Adidas-თან ურთიერთობას დაუთმო, რომლებსაც ფაქტიურად ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული სპონსორული კონტრაქტის ხელმოწერისთვის, როცა ლებრონი გახდებოდა პროფესიონალი.
პრეს-კონფერენციაზე ლებრონი გამოცხადდა თავსახვევით Adidas-ს ლოგოტიპით, მაჯაზე Nike-ს ლოგოტიპიანი სახვევი და მაისურზე წარწერა „მეფე ჯეიმსი“. მედიის ბევრმა წარმომადგენელმა, რომლებმაც ლებრონი ნახეს პირველად, ჩათვალეს რომ ის ამპარტავნად და საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურების პუბლიკაციები დაწერეს.

635731801540073910-lebron-james

2002/2003 წლის საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ, სენტ-მერი_სენტ-ვისენტის სკოლამ გამოიმუშავა 250 000$ ბილეთების გაყიდვისგან. გადაიცა ფასიანი სატელევიზიო ტრანსლაცია მატჩებისა პრინციპით pay-per-view.
“ფაითინ აირიშ”-მა კვლავ, რომეიც იმყოფებოდა მე-10 ადგილზე საერთო ნაციონალური საკალათბურთო სკოლის გუნდების რეიტინგში, გარიგება დადო სხვა შტატების გუნდებთან. სკოლის ხელმძღვანელობა მოხვდა კრიტიკის ქვეშ ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან, იმის გამო, რომ ისინი მოგებას ნახულობენ საკუთარი გუნდის ტალანტებზე, თუმცა მათ მოქმედებაში დარღვევა არ ფიქსირდებოდა. თუმცა, კალათბურთელებიც სარგებლობდნენ თავიანთი პოპულარობით –  მაალითად: ლოს-ანჟელესში თამაშზე ისინი ლიმუზინმა მიიყვანა.

maxresdefault

 

2002 წლის 12 დეკემბერს „ფაითინ აირიშ“-ი მე-3-ჯერ შეხვდა გუნდს ოაკ-ჰილლიდან. პირველი 2 დაპირისპირების შემდეგ ამ მატჩის მიმართ ინტერესი იყო საკმაოდ დიდი. მატჩის ტელეტრანსლირება ხდებოდა 1,77 მილიონი მაყურებლისთვის, ფასიანი ESPN2 – ს არხით. კომენტატორი გახლდათ ცნობილი მწვრთნელი და ყოფილი კალათბურთელი ბილ ვოლტონი. თამაშს ესწრებოდა NBA-ს გუნდების ათეულობით სკაუტი.
ამჯერად „ფაითინ აირიშ“-მა რევანში აიღო პრინციპულ მეტოქესთან, ანგარიშით 65:45. ლებრონმა 31 ქულა დააგროვა.
მთელმა სეზონმა გუნდისთვის და ლებრონისთვის მაღალ დონეზე გაიარა.
კვლავ პრობლემების გარეშე მოგებულია შტატის ჩემპიონატი, ხოლო „ფაითინ აირიშ“-მა სეზონის ბოლოს მიიღო პირველი ადგილი სკოლის გუნდებში, USA Today-ს რეიტინგის მიხედვით.
ლებრონმა თავისი ბოლო წელი სკოლაში დაასრულა შემდეგი სტატისტიკით: 31,6 ქულა – 9,6 მოხსნა – 4,6 გადაცემა საშუალოდ ერთ თამაშში.

ნაწილი IV – პროფესიონალური კარიერა.

კომენტარი