„გამომუშავებულ თანხას მშობლებს ვუთმობ“. „იუვენტუსი“-ს ახალი ხორვატი ტალანტი

713

ევროპის წამყვანი გუნდები დიდი ხანი აკვირდებოდნენ მარკო პიაცას. იუვენტუსის სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი მას თითქმის 3 წლის განმვალობაში აკვირდებოდა. ნაპოლი, ინტერი, ლივერპული, ტოტენჰემი და ბოლოს მილანი იქმნა უარყოფილი, მაგრამ ყველაზე ჯიუტი აღმოჩნდა ტურინული გრანდი, რომელიც ზაგრების  „დინამო“-ს 2 წლის განმავლობაში გადაურიცხავს 23 მილიონ ევროს. პიაცა 5 წლიანი კოტრაქტი გააფორმა. ქვემოთ მოყვანილია საკმაოდ საინტერესო ინფო ფეხბურთელზე.

13833154_1240447642654287_1461463562_o

მარკო პიაცას დედა გახლავთ ადგილობრივი ჩემპიონი ძიუდოში, მამა – ყოფილი რესთლერი. მარკოს ყავს 2 და, რომლებთან ერთადაც იზრდებოდა ზაგრებში. ადრეული წლებიდან ფეხბურთელი მიხვდა რომ არ სურდა გაყოლოდა მშობლების გზას:
„ისინი არ იყვნენ იმედგაცრუებულები ჩემი არჩევანით რომ არ დავკავდი საბრძოლო ხელოვნებით, თუმცა რაღაც მოლოდინი მაინც არსებობდა. ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი. არავინ იცი ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი, ხოლო ფეხბურთში ყველაფერი განსხვავებულად არის. ყველა იცის თუ ვინ შედის საუკეთესოთა წრეში, ნახევარმა მსოფლიომ იცის ვინ არის უბრალოდ კარგი. მშობლები ყველაფერს ამას მშვენივრად აცნობიერებდნენ.“

ივლისის დასაწყისში მარკოს დედამ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა: „ის წყნარია, მაგრამ ძლიერი ხასიათით. სახლშიც კი 8 წლის ასაკში ვარჯიშობდა როგორც ნამდვილი პროფესიონალი. სხვათა შორის, ტრავმის შემდეგ ის ყოველთვის ბრუნდებოდა მოედანზე იმაზე ადრე ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ“.

მარკო სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგი იყო უცხო ენებში, ზოგიერთი ცოდნა კი შეიძინა ფეხბურთის წყალობით. თანაგუნდელებთან საუბრობდა პორტუგალიურად, ინგლისურად და ესპანურად.

13840402_1240447659320952_1922458497_o

მარკომ გააკეთა არჩევანი, კარგი არჩევანი, რამაც საშუალება მისცა რომ აღმოჩენილიყო ზაგრების „დინამო“-ს აკადემიაში. გვერდი-გვერდ ისეთ თანაგუნდელებთან როგორებიც არიან კოვაჩიჩი, ლოვრენი, ჰალილოვიჩი, ბადელ, ვრლასკო, ჩორლუკა  და მოდრიჩი. ხორვატიის საუკეთესო აკადემიაში მან გაატარა 5 წელი(2004-2009). მას მოუწია რომ დროებით ჩამოშორებოდა დედაქალაქურ გუნდს, რათა დაბრუნებულიყო უფრო გამოცდილი და გაკაჟებული. ბედმა ის პატარა გუნდ ZET-ში გადაისროლა.

„არ მინდოდა რომ სათადარიგო სკამი გამეთბო. როცა მსგავსი სიტუაცია ზაგრებში წარმოიქმნა, გადავწყვიტე ZET-ში დავბრუნებულიყავი. იქ შევძელი გამეგრძელებინა განვითარება. მიმაჩნდა და ეხლაც მიმაჩნია რომ ჯობია ითამაშო პატარა კლუბში ვიდრე დიდში და სათადარიგო სკამს ათბობდე“.

პროფესიონალურ დონეზე მისი დებიუტი შედგა 2012 წელს ზაგრების „ლოკომოტივი“-ს რიგებში. 2 სეზონის განმავლობაში ითამაშა 51 თამაში და გაიტანა 9 გოლი და 2014 წლის ზაფხულს მას შესთავაზეს „დინამო“-ში დაბრუნება.

მარკოს მხოლოდ ორად-ორი თამაში დასჭირდა რომ გოლი გაეტანა, ცოტაც და ის სასტარტოს ფეხბურთელი ხდება და მერე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ჩურჩული ახალი ხორვატი ტალანტის შესახებ შეცვალა აღფრთოვანების ყიჟინამ ევროპა ლიგაზე სელტიკთან ჩატარებული თამაშის შემდეგ. ახალგაზრდა გარემარბი მარტო გაუმკლავდა შოტლანდიური ფეხბურთის ფლაგმანს, ააწიოკა რა ფეთქებადი ქმედებით და დრიბლინგით სელტიკის მცველები, შედეგი – ჰეთ-თრიკი.

„ძნელია რომ მოკრძალებული მიწოდო, მაგრამ თავად ვარ გაოცებული 3 გოლით ევროპა ლიგაში“ – განაცხადა მარკომ მატჩის შემდგომ.

„დინამო“-ში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში მარკომ ჩაატარა 60 თამაში და გაიტანა 26 გოლი ყველა ტურნირზე. რათქმაუნდა გამოვლენილი ტალანტი არ დარჩა უყურადღებოდ ხორვატიის მთავარი მწვრთნელის ანტე ჩაჩიჩის მიერ, რომელმაც მისცა შანსი დებიუტისთვის 2014 წლის სექტემბერში კვიპროსის წინააღმდეგ. მანამდე მარკომ გაიარა ნაკრების ყველა ასაკობრივი ეტაპი – 17-დან 21-მდე.

13639989_1240447645987620_1384832859_o

მარკოს უყვარს ბურთის მუშა ფეხზე გადატანა, სივრცის მოსაპოვებლად და საბოლოო დარტყმის განსახორციელებლად ან შედეგიანი გადაცემის შესასრულებლად. ხორვატის არსენალში არის ფილიგრანული ტექნიკა: შეუძლია მშვიდად შეუცვალოს ბურთს მიმართულება სისწრაფეში.

მარკო – ნამდვილი კოშმარია მცველებისთვის: უყვარს სისწრაფის ჩართვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ის სავსეა თავდაჯერებულობით, ყოველთვის ბურთზეა ორიენტირებული და ეძებს თავისუფალ ზონას. ევრო 2016-ს ჯგუფური ეტაპის ბოლო სტადიაზე ესპანეთის წინააღმდეგ(2-1) მარკომ შეასრულა 7 სრულფასოვანი ფინტი. და ეს მოქმედ ევროპის ჩემპიონებთან.

ასევე მარკოს განასხვავებენ დროული, ჭკვიანური გახსნებით და მცველების ზურგიდან შემორბენით. პიაცა – ფიზიკურად ძლიერი და მაღალი მოთამაშეა, რაც გარემარბისთვის არ არის დამახასიათებელი. განაპირა მცველების უმრავლესობა მარცხდება მასთან როგორც მასიურობაში ასევე სიმაღლეში.

მისი შორეული დარტყმები ძლიერი და სახიფათოა, მაგრამ საჭიროა ცოტა მიზანზე მუშაობა.

download (1)

მარკო პიაცა – საკმაოდ ეგოისტი ფეხბურთელია, რასაც ის არც მალავს. ხშირად ორიენტირებულია იმაზე რომ შეიქმნას მომენტი, მიდის ავანტიურაზე, როცა შესაძლებელია უბრალო გადაწყვეტილების მიღება. ზოგჯერ ამას ბურთის დაკარგვა მოყვება.

ბევრი განიხილავს როგორც უნივერსალს, თუმცა მას იზიდავს მაცხენა ფლანგი, მაგრამ შეუძლია ითამაშოს მარჯვენაზეც. იყენებენ ხოლმე 9 ნომრად ან მეორე ფრვარდად, მაგრამ აშკარად ჩანს რომ ამ პოზიციებზე ის არცთუ ისე კარგია. სიმაღლის მიუხედავად ხორვატი არც თუ ისე კარგია მეორე სართულზე.

„ძირითადად მე ვთამაშობ თავდამსხმელის ქვეშ“ – როგორც შემტევი ნახევარმცველი ან გარემარბი. ასევე მქონდა თავდამსხმელად თამაშის გამოცდილება, მაგრამ ეს არ გახლავთ ჩემი საყვარელი პოზიცია.

13838339_1240447652654286_964994077_o

მასიმიანო ალეგრის შეუძლია გამოიყენოს ის როგორც მაცხენა ნახევარმცველი, ასევე შესაძლებელია ფლანგზე თამაში 4-3-3 ტაქტიკის დროს. მარკოს შეუძლია იყოს დიბალას ალტერნატივა ან შეუწყვილდეს მარიო მანჯუკიჩს.

13682439_1240447639320954_1824461286_o

„გამომუშავებულ თანხას მშობლებს ვუთმობ. ძალიან დიდი მადა არ მაქვს, მაგრამ გამაჩნია ერთი სისუსტე – მანქანები“.

„ჩემი კუმირი –  რონალდინიო. ის ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდა, მისი სტილი ცნობადი იყო, ყოველთვის გაღიმებული თამაშობდა. ზუსტად ამაში უნდა იყოს სპორტის სული და გული“.

13647044_1240447655987619_1294367299_o

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ აღმოვნჩდი ასეთ დიდ გუნდში. როცა თამაშობ მაღალ დონეზე, ფიქრობ მხოლოდ გამრჯვებაზე. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ სერია ა – ს ჩემპიონობისკენ და იტალიის თასის მოპოვებისკენ, ასევე აუცილებელია ვიასპარეზოთ კარგად ჩემპიონთა ლიგაზე.

მინდა რომ ვივარჯიშო თავდაუზოგავად, ვითამაშო და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მოვიპოვო. იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრი ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. ეს არის ყველაფერი რისი თქმაც შემიძლია, ძალიან მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყო თამაში“.

13835720_1240447649320953_2036056614_o

  • მარკო პიაცა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც გაიყიდა ხორვატიაში. ლუკა მოდრიჩის სატრანსფერო ფასი დაიჯაბნა 2 მილიონი ევროთი (23-21 ს წინააღმდეგ).

პიაცა – მე-8 ხორვატი „იუვენტუსი“-ს ისტორიაში.
დანარჩენი 7 – იგორ ტიუდორი, ალინ ბოკშიჩი, ზორან ბანი, რობერტ კოვაჩი, რობერტ იარნი, დარიო კნეჯევიჩი და მარიო მანჯუკიჩი.

13838068_1240436752655376_506724574_o

კომენტარი