დაბეჭდილი მზის ბატარეა თქვენს პორტრეტს ენერგიის წყაროდ გადააქცევს

234

მკვლევართა ჯფუფმა ფინეთის უნივერსიტეტ აალტოდან (Aalto University) შეიმუშავა მზის ბატარეების ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგია ტექსტის, ან ნებისმიერი გამოსახულების სახით. გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა იყოს საკმარისი მცირეძალოვანი მოწყობილობების მუშაობისთვის.

მოწყობილობის ფუძეა ტიტანის ოქსიდისგან ფირის გამოყენება, რომელზეც კონცენტრირებული საღებავია წასმული- ის მოქმედებს როგორც ელექტროლიტი. კომპონენტების ასეთი კომბინაცია გამომუშავებული იყო ლოზანის შვეიცარიულ პოლიტექნიკურ სკოლაში. ფინელმა მკვლევრებმა აირჩიეს გამხსნელი და მოახდინეს ნახატის ზედაპირზე ამტვერების ოპტიმიზაცია.

ასეთი მოწყობილობების გამოყენება ინტერიერშიცაა შესაძლებელი. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეუკვეთონ მზის ბატარეები საკუთარი პორტრეტის, გრაფიკის, ან ტექსტის სახით.

კომენტარი