ჯოვანი ელბერი. როგორ მოხვდა 18 წლის ფეხბურთში და მოიგო ჩემპიონთა ლიგა!

291

მილანში გაფრინდა უფროს ძმასთან ერთად, ძმამ სამუშაოც კი მიატოვა ბრაზილიაში: „დედა მარტო არ გაგიშვებს, შენთან ერთად ვიქნები სანამ ზრდასრულ ასაკამდე მიაღწევ“. გახდა ელბერის ძიძა, რათქმაუნდა: ელბერი ვენესუელასა და პორტუგალიაში მაინც იყო ნამყოფი, ძმა კი თვითმფრინავში პირველად იჯდა. გამგზავრების წინ დედამ ყულაბა გატეხა და ელბერს ზედა და შარვალი უყიდა, ადრე თვითონ უკერავდა,მაგრამ ეხლა ხომ მილანია. დედას იცოდა რომ ეს იყო იტალიის ჩრდილოეთი, სავარაუდოდ ცივა, ე.ი. ზამთრის ფეხსაცმელებია საჭირო –  ასე გაფრინდა ელბერი 1991 წლის ივლისში: მოკლე შარვალი, გრძელი პერანგი და ზამთრის ფეხსაცმელით. აეროპორტში მათ შეხვდათ აგენტი ჯოვანი ბრანკინი.
– ხვალ მოაწერ მილანტან 5 წლიან კონტრაქტს ნახევამილიონი ხელფასით.
– დღეს?
– არა, დღეს მოკასინების საყიდლად მივდივართ.
ნახევარი მილიონი, ერთი წლის წინ ელბერი ბანკში მუშაობდა კლერკად, მანდვე თამაშობდა მინი-ფეხბურთს და მერე მე-3 ლიგაში თამაშობდა, სადაც ხელფასი ქონდა 10 $ თვეში.

იქ თამაშობდა ყველაზე უფროსი ძმა, ტეისალო. ჩაფსკვნილი, სწრაფი, მოხერხებული, მამას მისი იმედი ქონდა, რომ 10 წლის შემდეგ ის ადგილობრივ გუნდში „ლონდრინა“-ში ითამაშებდა.
როცა ელბერი დაიბადა, ტეისალომ მშობლებს ძიძობაში დაეხმარა: ასეირნებდა საბვშვო ეტლით, სანამ მეგობრები ველოსიპედებით დაქროდნენ.
იმ დღეს კი დედას სთხოვა რომ ეყიდა ასანთის კოლოფი – მამის დაბადების დღისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. დედამ მოუტანა, საღამოს კი შეამჩნია რომ ტეისალოს ეძინა და საჩუქარი დასრულებული არ იყო. ტეისალომ ღამის 3 საათზე გაიღვიძა, თავი საშინლად სტკიოდა. გრიპი? – ვერც წამალმა უშველა, გონება დაკარგადა და სასწრაფოდ სავადმყოფოში გადაიყვანეს, დიაგნოზი – მენინგიტი.
სახლის ყოველთვიური გადასახადი ახლოვდება, თუმცა ვინაიდან თანხის შეტანა არ იჩქარეს, ამიტომ ფული საავადმყოფოს და დამკრძალავი ბიუროს მომსახურებისთვის ეყოთ. ტეისალო 9 წლის იყო, ელბერს ის არ დაამახსოვრდა, მაგრამ მთელი კარიერის განმავლობაში 9 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

2

დედა ბუღალტერი, მამა მშენებელი, ორივე გვიანობამდე მუშაობდა,
ბანკი ჯარიმებით ემუქრებოდათ. სახლში 3 შვილი, ერთი წლის ასაკიდან 7-მდე და ტეისალო უკვე აღარ არის რომ მათ მოუაროს. დახმარებისთვის ბებიას მიმართეს, მამის დედას, რომელიც იყო საკმაოდ მკაცრი, ყველაფრის გამო სჯიდა და შეეძლო არაფრის გამოც დაესაჯა. შვილს დაავალა რომ შვილიშვილებისთვის ეყიდა 30კგ ბრინჯი და 15 კგ ლობიო.
შვილიშვილები მაძღრები იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ როგორ ყაზარმაში. მამა სულ სთხოვდა: „თავში მაინც არ ჩაარტყა, თორემ რომ გაიზრდებიან, სულელები გამოვლენ“.

კვირაობით მეორე ბებიასთან რჩებოდნე, იზაურასთან. ის სახლში აცხობდა პურს, რბილს, ხრაშუნას და ძალიან გემრიელს – თუმცა ელბერი მარტო ამის გამო არ მიიწევდა მისკენ. მას გამოუჩნდა პირველი მეგობარი – ლელლო. მშობლებსაც მოსწონდათ: ფაქტიურად ყველა ბავშვი თხუპნიაა, ეს კი სუფთა, მოწესრიგებული და აღზრდილი გახლდათ. ელბერს და ლელლოს ტყუპებს ეძახდნენ, თუმცა მათ კანის ფერიც კი არ ქონდათ საერთო, სამაგიეროდ იზრდებოდნენ ერთად, დადიოდნენ ერთ სკოლაში და სკოლისკენ გზად ხშირად ლელლო ბუტერბროდით უმასპინძლდება. ლელლო 11 წლის სუპერმარკეტში მუშაობს დამხმარედ, ვინც მანქანის გარეშეა, იმათთვის სახლში მიაქვს პროდუქტები: ეხლა კი, ეხლა ველოსიპედი დამტვრეულია, ლელლო ასფალტზე წევს ავტობუსის გვერდით და ვიღაცა ელბერს უყვირის რომ ლელლოს დედასთან გაიქცეს.
ამის შემდგომ ლელლოს დედა ყოველთვის ეპატიჯებოდა ელბერს სადილად, აჩუქა ბუცები დაბადების დღეზე, ის ხომ მას თავის შვილს აგონებდა, თუმცა ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გავდნენ.

ელბერმა ახალი სამუშაო იშოვა, რათა ის დრო რომელსაც თავის მეგობართან ერთად ატარებდა დაეკავებინა, მეზობლად ცხოვრობდა იაპონელი პაულო ტაკახასი, რომელიც ვაჭრობდა. დილით ელბერი ეხმარება მას პროდუქტების მანქანის ჩატვირთვაში, ხოლო სკოლის შემდეგ მის ბავშვების ძიძა არის. ტაკახასი ცოტას უხდიდა, მაგრამ ჩუქნიდა პროდუქტებს და ხილს, რომელიც ელბერს და მის 2 ძმას არ ყოფნიდა. მამაც თავისებურად გამოიმუშავებდა თანხას: ერთხელ სახლში მოიყვნა თხა, რომელიც ხელფასის მაგივრად მისცეს და ელბერს აჩუქა. ელბერი ძაღლზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც გაუხარდა და მისი გაწვრთნა დაიწყო. აღმოაჩინა რომ რომ თხა კი არა თიკანი ყავდა. კიდევ ერთი დეტალი: როგორც კი ელბერი სცილდებოდა, თიკანი ბღავილს იწყებდა და არ ჩერდებოდა. ელბერმა დაიწყო თიკნისთვის სიმღერების ღიღინი, რათა აეყოლიებინდა და შემდომში თიკანთან ერთად ეღიღინა, მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სახლში სტუმრები ყავდათ და ხორცით სავსე საინები.

მან ახალი გასართობი იპოვა, თვითნაკეთი ფეირვერკი. დეტალებს ყველგან ეძებდა: სანაგვეზე და სამშენებლო მასალების ნარჩენებში. გამოსდიოდა ძალიან კაშკაშა და ეფექტური, მაგრამ ერთხელ პლასტმასი ხელზე დაეცა და მთლიანად მარცხენა მხარს მოედო. სასწრაფოდ სახლში გაიქცა, ცივმა წყალმა უარესად ატკინა და დედას გაახსენდა რომ სადღაც დამწვრობის კრემი ქონდა. სანამ ძმები ელბერს აკავებდნენ, დედა წამალს უსვამდა, ელბერს იმდენად სტკიოდა რომ ეგონა, თითქოს ჯოჯოხეთსი მოხვდა და მას კბილის პასტას უსმევდნენ.

გამოჯანმრთელების შემდეგ სუპერმარკეტში მოეწყო დამხმარედ, მაგრამ ლელლოსგან განსხვავებით მყიდველებისთვის მხოლოდ მანქანამდე მიჰქონდა პროდუქტები. სანამ გადაუხდიდნენ, ასწრებს რო იოგურტი გახვრიტოს და ნახევარი დალიოს და მერე მყიდველს უთხრას: „ალბათ იოგურტი გაიჭყლიტა, ახალს მოგიტანთ“, დარჩენილს გზად სვამდა. გამომუშავებული თანხა თვეში კი 30$ გახლდათ.
სკოლა დაამთავრა, შემდეგ კერძო კოლეჯი ელოდება, რომელიც ელბერისთვის საკმაოდ ძვირია და მან გადწყვიტა რომ ბანკში კლერკად იმუშაოს მამის ახლობელთან, გასაუბრებაზე:
– კარგად სწავლობდი სკოლაში?
– დიახ. იცრუა ელბერმა.
ის დედ-მამის მაგივრად აკეთებდა ხელმოწერას დღიურზე, ხოლო მშობელთა კრებაზე უფროსი ძმა მიჰყავდა.
მოხერხებული იყო კოლეჯშიც: ნიშნების ფურცელის მიღებისას, ნიშნებზე ქაღალდს აწებებდა, შემდეგ ქსერო-კოპიით აქსეროქსებდა და უკვე ახალ ფურცელზე ხუთიანებს წერდა. შემდგომ ეს ფურცელი მიჰქონდა ბანკში, უფროსთან და ეუბნებოდა რომ ის ხუთოსანია და შეუძლია მუშაობა გააგრძელოს.
დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათი მუშაობით, ელბერი გამოიმუშავებდა 3-ჯერ მეტს ვიდრე მამამისი. დარჩენილ დროს ის თამაშობდა მინი-ფეხბურთს ბანკის გუნდის რიგებში.

ერთ-ერთ თამაშზე მოვიდა ადგილობრივი გუნდის „ლონდრინა“-ს პრეზიდენტი. გუნდი ყოველწლიურად დაახლოებით 200 ბავშვს ათვალიერებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ელბერს უარით ისტუმრებდნენ.
18 წლისას მას არ ყავდა არც მწვრთნელები, არც ვარჯიშები, არც შეკრებები, არც კონკურენცია, მაგრამ მან გაიტანა ძალიან ბევრი ბურთი მინი ფეხბურთში Banco do Brasil-ს რიგებში და მოხვდა „ლონდრინა“-ში.
მე-3 ლიგა, თავისუფალი გრაფიკი(ვარჯიშზე ვერ ხვდებოდა კოლეჯისა და ბანკის გამო), თამაშები უქმე დღეებში – ზუსტად იქ გახდა საუკეთესო სნაიპერი, გაუჩნდა მეგობარი გოგონა – ქერათმიანი მარია.
ახლოვდებოდა კოლეჯის გამოცდები, ქსეროქსი ვეღარ დაეხმარებოდა, წარუმატებლობის შემთხვევაში კოლეჯიდან გარიცხავდნენ, ბანკში სამუშაოს დაკარგავდა და რჩებოდა 10$ „ლონდრინა“-ს ხელფასის სახით. ასეთ ფიქრებით დაკავებული მოვიდა თამაშზე, მაგრამ გაიგო რომ ტრიბუნაზე იმყოფებოდა ერნესტო პაულო, ბრაზილიის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, რომელსაც ძირითადი თავდამსხმელი ტრავმირებული ყავდა და მის შემცვლელს ეძებდა.

იმ საღამოს ელბერმა ისე ითამაშა, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვენესუელაში გაფრინდა. მანამდე მან ლონდრინა მხოლოდ ერთხელ დატოვა, როცა მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდნენ: 70 კმ-ს მოშორებით, გაყვნენ ავტობუსს, ავტობუსიდან ჩამოსულები დაიკარგნენ მაღალსართულიან შენობებს შორის, ზღვას ვერ მიაგნეს და სახლში დაბრუნდნენ.

ვენესუელა: ყოველ საღამოს სახლში რეკვა, მარიას ტელეფონი არ გააჩნდა და ამიტომ ის ელბერის მშობლებთან დადიოდა. პირველი დღე, მეორე და მესამე საღამოს არ მოვიდა, მეოთხეზეც. ელბერმა ძმას დაავალა გაეგო თუ რატომ. აღმოჩნდა რომ მარიას ახალი შეყვერებული ყავდა.

3

ბრაზილიამ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ელბერმა ყველაზე მეტი გაიტანა დაბრუნდა ლონდრინაში და მარიას სანახავად გაიქცა:
-რატომ? რა გავაკეთე არასწორად?
პასუხი უაზრო მიიღო, გამწარებული მანქანაზე დაჯდა, ატირდა, გაზს მიაჭირა, წითელზე გაიარა და ტაქსის დაეჯახა. შემდეგ თვეს რაც გამოიმუშავა ტაქსისტს გადაუხადა. შემდგომ გაიგო რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება, პორტუგალიაში და შესაბამისად კოლეჯი მიატოვა. ბრაზლია ელბერთან და რობერტო კარლოსთან ერთად ფინალში გავიდა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა ფიგუს და რუი კოშტას პორტუგალიასთან. ელბერი გახდა მეორე ბომბარდირი ტურნირის და მილანმა მას 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

„ლონდრინა“-ს პრეზიდენტი დაფაცურდა: უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, რომ შენ ჩვენთან არა უბრალოდ, არამედ კონტაქტით თამაშობდი, თუ არადა ჩვენ მილანისგან ვერაფერს მივიღებთ. ელბერმა ხელდახელ შექმნილ კონტრაქტს ხელი მოაწერა, კლუბმა მიიღო 4 მილიონი $ და ელბერი იტალიაში გაფრინდა სრულ არცოდნაში, რომ ბრაზილიური კანონმდებლობით მას ეკუთვნოდა ტრანსფერის ღირებულების 15%. მან ხომ ნახევარი წლის წინ არ იცოდა თუ როგორ ჩაებარებინა გამოცდები კოლეჯში, რათა ბანკიდან არ გაეშვათ, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო თვითმფრინავში, არ იცოდა როგორ ეცხოვრა მარიას გარეშე და არ იცოდა რა გაეკეთებინა პროფესიონალურ ფეხბურთში, გარდა იმისა რომ სათამაშო იყო უქმე დღეებში.

მილანში მას უთხრეს: ვან ბასტენამდე ჯერ შორს ხარ, ამიტომ გაემგზავრე „გრასსჰოპერ“-ში. გასაგებია რომ არენდა არასასურველია, მაგრამ როგორც კი მოძლიერდები დაგაბრუნებთ.
ციურიხში ელბერს შეეძლო ელაპარაკა პორტუგალიურად ძმის გარდა მეძავებთან,ლიმატშტრასეში.  რომლებიც ელბერის სამყოფელის გვერდი იმყოფებოდნენ. ბეტომ შესთავაზა აეჯის ყიდვა, მაგრამ ის დარწმუნებული იყო რომ მალე მილანში დაბრუნდებოდნენ და ამიტომ უარი თქვა. ასე ცხოვრობდნენ ცარიელ ბინაში: დილით ელბერი ტრამვაით მგზავრობდა სავარჯიშო მოედნამდე, მერე 2 საათის განმავლობაში სწავლობდა გერმანულს და საღამოს დარბოდა მთებში ფიზ-მომზადების მწვრთნელთან ერთად – უდრო სწორედ: მწვრთნელი ველოსიპედით იყო და ელბერი მისდევდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ფეხის კუნთები ისეთი გაუხდა როგორც ბენ ჯონსონს, მაგრა დაკარგა დრიბლინგი, ბურთი აღარ ემორჩილებოდა.
დეკემბერში ელბერი ძმასთან ერთად გამოვარდა ბალკონზე, ორივემ პირით დაიწყო ფიფქების შეგროვება და შეჯიბრი თუ ვინ მეტს მოაგროვებდა, ბეტომ გაიმარჯვა, ელბერმა აპატია.

4

იანვარი – მინი-ფეხბურთის ტურნირი მიუნხენში. აი მანდ კი ელბერმა აიშვა, გაიტანა ყველაზე მეტი და მიიღო 3000 მარკა და ქურთუკი ბავარიის ემბლემით, მაგრამ დიდ ფეხბურთსი ჯერ კიდევ არეული იყო.
„გრასჰოფერ“-მა მას არენდა გაუხანგრძლივა კიდევ ერთი სეზონით, ხოლო ელბერი ლონდრინაში გაფრინდა, თავის ახალ შეყვერებულთან სინტიასთან. ერთი წლის წინ ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ბაზიდან გაიქცა ასევე სინტიასტან და კინაღამ პორტუგალიაში გასაფრენ თვითმფრინავზე დააგვიანა. ამჯერად მან სინტიას შემდეგი რამე უთხრა:
– გამომყევი, თუ არა და მოგიტაცებ.
-ვერ მოასწრებ, ერთი საათის შემდეგ შენ პორტუგაიაში მიფრინავ.
– ციურიხში დავრეკავ და ვეტყვი რომ აქ მიწისძვრა მოხვდა და მოგვიანებით ჩამოვალ, მაგრამ მხოლოდ შენთან ერთად.

მე-3 სეზონში ელბერი ხება შვეიცარიის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მოიპოვა ასევე ქვეყნის თასი, იღებს ყურმილს და იქ დუნგაა, ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი: „გადმოდი შტუტგარტში – აქ მაგარი სიტუაციაა“.

ელბერს უკვე შეეძლო აერჩია. როცა მას ჩაეძინა და ვარჯიში გააცდინა, გაზეთი Blick გამოვიდა ჰამაკში მწოლიარე მაიმუნის ფოტოთი და სათაურით: ელბერს ძინავს და ოცნებობს დორტმუნდზე.
ბორუსიას მწვრთნელი, ოტმარ ჰიტცფელდი მანამდე მუშაობდა „გრასჰოფერ“-ში, ელბერის მოსვლამდე და ეხლა თავისთან ეძახოდა, მაგრამ ჩარეული იყო ბავარიაც, ვინაიდან ელბერმა 2 თამაში გაიტანა 8 ბურთი. მომდევნო თამაშზე ლუგანოსთან მისი თამაშის სანახავად გაემგზავრა ბავარიის მენეჯერი ული ჰიონესი, თუმცა საცობში მოხვდა და ელბერი და მისი გოლო ვეღარ ნახა და მილანიდან წამოიყვანა მეორე ფორვარდი ჯან-პიერ პაპენი.
ციურიხში მასთან სტუმრად ჩამოვიდა ულის უმცროსი ძმა, დიტერ ჰიონესი, შტუტგარტის მენეჯერი, რომელიც განცვიფრებული დარჩა თუ რა კარგად ლაპარაკობდა ელბერი გერმანულად და მიხვდა რომ მის გარეშე გერმანიაში არ დაბრუნდებოდა.

5

შტურტგარტში პირველ თამაშზე ელბერმა გაუტანა გოლი „ჰამბურგ“-ს, მეორე კვირას – „მიუნხენ 1860“-ს და 15 წუთის შემდეგ შეეჯახა მცველს, კუჩერს, დაეცა და გამწარებული ყივილი გაიგონა. მერე მიხვდა რომ თვითონ ყვიროდა ტკივილისგან. სასწრაფო ოპერაცია და ოპერცაიის შემდეგ მომლელისგან გაიგო რომ ფეხში 7 მეტალის ჭანჭიკი ქონდა. დედამ და მეუღლემ მალევე მოაკითხეს საავადმყოფოში.
წიგნში Mensch, Elber! დედამ შემდეგი რამე თქვა: გზად სინტია გაკვირვებული გახლდათ თუ რატომ იყო გერმანიაში ამდენი ერთი და იგივე სახელწოდების ქალაქი Ausfahrt(გასასვლელი).

ყველაზე პირველად მასთან ფრედი ბობიჩი მოვიდა: „მალე გამოჯანრმთელდები, მე ამის მჯერა. შენ მოედანზე გვჭირდები“.
ბობიჩმა რომ დაინახა ელბერს პალატაში ქონდა მხოლოდ პატარა ტელევიზორი და მეტი არაფერი გასართობი, ფრედიმ კითხა: „მოვიტანო რამე? – არა, არაფერი, მადლობა“. დილით ბობიჩი მოვიდა ჩანთით, ხოლო ჩანთაში იყო ვიდეომაგნიტოფონი, კასეტები, სათამაშო კონსოლი და კარტრიჯები. ერთი დღის შემდეგ – 3 ყუთი პიცა ელბერისთვის , დედისთვის და მეუღლისთვის.
ელბერმა 3 თვე გამოტოვა, გაზაფხულზე „შტუტგარტ“-მა დორტმუნდთან და ლევერკუზენთან წააგო ანგარიშებით 0:5 და 1:3, შესაბამისად ჩამოვიდა მე-11 პოზიციაზე. გამოჯანმრთელების შემდეგ ელბერმა მოასწრო 6 ბურთის გატანა, მაგრამ შეზონი მაინც მწყრალი გამოვიდა, სამაგიეროდ ზაფხულში ბობიჩს და ელბერს შეუერთდა 29 წლის ბულგარელი ბალაკოვი და სეზონზე მათ გაიტანეს 30 ბურთი.
შტუტგართი ახალ მწვრთნელთან ფრინგერტან ერთად შეტევაში დაფრინავდა, მაგრამ დაცვაში კი იწვოდა – 3:6 დორტმუნდთან, 3:5 ბავარიასთან. ელბერმა ამ თამაშებში გაიტანა 3 ბურთი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ. ფრინგერის ადგილას მისი თანაშემწე იოჰიმ ლიოვი დანიშნეს.
ლიოვმა ჰოლანდიელი ფერლატით და ხორვატი სოლდოთი დაცვა გაამაგრა, შესაბამისად მე-14 ტურამდე შტუტგარტი პირვე ადგილზე იმყოფებოდა: ელბერმა, ბობიჩმა და ბალაკოვმა ჯამში გაიტანეს 55 გოლი, ხოლო აპრილში თასის ფინალში გავიდნენ.

6

ფინალის წინ ელბერი ბობიჩს და ბალაკოვს გამოუტყდა:

-„ბავარია მეპატიჟება“.

-„რათ გინდა მათი ფული თუ აქ ყველაფერი გაქვს რაც გინდა და ბედნიერი ხარ?“- კითხა ბობიჩმა.

-„მაგრამ მე ცოლი მყავს, გოგო შემეძინა და მათზე უნდა ვიფიქრო“.

რამოდენიმე კვირის შემდეგ ბალაკოვმა მას ბავარიის მაისური აჩუქა: „ახალ ფორმას უნდა მიეჩვიო!“.

ფინალში ელბერმა დუბლი შეასრულა და შტუტგარტი თასსაც დაეუფლა.
სანამ სხვები ბერლინის სასტუმროს რესტორანში ხმაურობდნენ, ელბერი თავის ნომერში საწოლზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა.
-„კარი გამიღე თორემ კარს შემოვამტრევ! შენ უნდა შემომიშვა!-ყვიროდა ბობიჩი კარებთან“.
ელბერს არავისთან სურდა საუბარი. თავის თავს ეკითხებოდა თუ რა უნდა ეზეიმა: ის რომ უკანასკნელად თამაშობდა თავისი ცხოვრების საუკეთესო პარტნიორებთან? 85 გოლი სამ ფეხბურთელზე 2 წლის განმავლობაში – ვისთან ერთად შეძლებს კიდევ განიცადოს ასეთი სიხარული? ვინ იხუმრებს ისე ბოროტად როგორც ბალაკოვი? ვინ გაატარებს ისეთივე ენთუზიაზმით შვებულებას ბრაზილიაში როგორც ბობიჩი?

მაგრამ საქმე გადაწყვეტილია: ერთი წლის შემდეგ კონტრაქტს ვადა ეწურება, შტუტგარტმა სასაცილო წინადადება შესთავაზა, ხოლო ბავარია ხელფასს ათმაგად უზრდის, ამის შესახებ საფიქრალი არ არაფერია.
რადგან ელბერს ბობიჩის ხმა აღარ ესმოდა, გადაწყვიტა შეემოწმებინა წავიდა თუ არა ის და როგორც კი გასაღები გადაატრიალა ნომერში ფრედი შემოუვარდა სიგარა გაჩრილი: „ყოველგვარი სიტყვის გარეშე, წამომყევი“. სასტუმროს რესტორანში საგიჟეთი იყო: ათასობით ადამიანი, ფეხბურთელები, ლიოვი, ხელმძღვანელობა. პრეზიდენტმა მაიერ-ფორფელდერმა ელბერს შუბლზე აკოცა, ბალაკოვმა მისი დაპირება გაიხსენა – თავი გადაეპარსა გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ისე დათვრა რომ დაიჯერეს კიდეც – იყო ალბათ ასეთი პირობა. ბალაკოვმა ყველა გადაპარსა და მერე დააზუსტა რომ ეს პირობა ნახევარი საათის წინ მოიგონა.

7

-“შენი მეუღლე ხშირად იქნება მარტო”-გააფრთხილა ბავარიის ვიცე-პრეზიდენტმა რუმენიგემ – „ამიტომ იპოვე რაც შეიძლება ყველაზე დიდი სახლი, რომ რამეთი დაკავდეს, თუ ხვდები რასაც გეუბნები?“- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ელბერმა რა ქნას ტრაპატონისთან, ბავარიის მწვრთნელთან? ბურთი ისე ხშირად დაფრინავდა თავს ძემოთ რომ კისერი სტკიოდა, ასევე როცა ბავარია იგებდა, ტრაპატონი მას ხშირად ცვლიდა დაცვით სტილის ფეხბურთელზე – ანგარიშის შესანარჩუნებლად. ჯამში ჩემპიონატი უეცრად „კაიზერსლაუტერნ“-მა მოიგო, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე ლიგიდან გადმოვიდა, ხოლო ბავარია მხოლოდ ქვეყნის თასით დაკმაყოფილდა და ელბერმა პირდაპირ მოედანზე გადაასხა ტრაპატონის ცივი წყალით სავსე ვედრო.
მეორე სეზონში უკვე ნაცნობი ოტმარ ჰიტცფელდი მოვიდა: ელბერმა 9 თამაშში 8 ბურთი მიითვალა, მაგრამ ჰამბურგთან დაპირისპირებისას ისევ მუხლი იტკინა და ეს იყო უფრო საშინელი ვიდრე მოტეხილობა „შტუტგარტ“-ში ასპარეზობისას – მაშინ ოპერაცია გაუკეთეს და ელოდებოდა თუ როდის შეეზრდებოდა ძვალი, მაგრამ ეხლა მიუნხენში არ იცოდნენ თუ რა მოეხერხებინათ მუხლისთვის, მიავლინეს ამერიკაში, კოლორადოში – იქაც არ იცოდნენ.

რამდენი რამე ერთად მოხდა. შვილი უდღეური დაიბადა, რამოდენი კვირა ინკუბატორში გაატარა. ელბერი ამერიკის შემდეგ საღამოს ატარებდა რესტორან Eboli – ში, სახლისკენ გული არ მიუწევდა, ცოტა გამოცოცხლდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, რომელსაც
“Camp Nou”-ს ტრიბუნიდან უყურებდა ბიქსენ ლიზარაზუსთან ერთად, ბავარიის მეორე ტრავმირებულ ფეხბურთელთან. ბასლერმა სწრაფად გახსნა ანგარიში, ბავარიას გამარჯვებასთან რამოდენიმე წუთი აკლდა და ელბერმა ლიზარაზუს შესთავაზა რომ გამარჯვება აღენიშნათ თანაგუნდელებთან ერთად და ეკოცნათ თასისთვის. გვირაბში, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე გაჰყავდა, განიხილეს თუ სად აღენიშნათ გამარჯვება: ბიქსენტი ცხოვრობდა ესპანეთში და რამოდენიმე რესტორანი ჰქონდა შეგულიანებული ღონისძიებისთვის – მოედანის კიდესთან როგორც კი გავიდნენ, დაინახეს რომ გამარჯვებას აღნიშნავდა „მანჩესტერ იუნაიტედი“.

8

ელბერმა მკურნალობა დაამთავრა ბრაზილიაში. ბრაზილიაში მასთან გამოცხადდა მიუნხენელი ჟურნალისტი, თავი დაისახელი მათეუსის მეგობრად, შემოვიდა ნობაში, რამოდენიმეჯერ ივახშმა ოჯახთან ერთად, სინტიას და ჯოვანის ეკითხებოდა საოჯახო საქმეზე და შემდეგ დაწერა სტატია სათაურით „კრიზისი ელბერის ქორწინებაში“. მიუნხენში ელბერი არ გრძობდა იმ მეგობრულ გარემოს რაც შტუტგარტში იყო: ნებისმიერი კამათს ბავარიის გასახდელში დილით გაზეთები განიხილავდნენ. ვერ შეეგუა, მაგრამ დაეხმარა ული ჰიონესი.
როცა ელბერმა მუხლი იტკინა და ცხადი იყო რომ ტრავმა გრძელვადიანი გახლდათ, ჰიონესმა კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა – ელბერმა უარი თქვა, მაგრამ მიხვდა რომ ის სჭირდებოდათ, მისი სჯეროდათ და ელოდებოდნენ.
დაბრუნდა ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ და 2 სეზონის განმავლობაში გაიტანა 40 გოლი და ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად არა ტრიბუნაზე არამედ მოედანზე და მილანში, სადაც 10 წლის წინ ის დიდი იმედებითგაემგზავრა, მაგრამ არც კი უთამაშია.

თამაშის წინ სამის ნახევრამდე ვერ დაიძინა. დილით სასტუმროს მაღაზიაში ჩავიდა და საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა – იყიდა Chopard – ს საათი, ლიმიტირებული კოლექცია, სულ 50 ცალი. დაბრუნდა ნომერში, შეფუთვა გახსნა და საათი მე-13 ნომერი აღმოჩნდა.
პენალტების სერიაში ოლივერ კანმა ზაჰოვიჩის, კარბონისა და პელეგრინის დარტყმები მოიგერია, მაგრამ როცა ყველა გამარჯვებას აღნიშნავდა და შამპანურში ბანაობდა,  კანი თავისთვის ჩუმად იჯდა კუთხეში თავჩაქინდრული:
„რა გჭირს? ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ! – ყვიროდა ელბერი კანის ყურთან.
– რამოდენიმე წუთი მჭირდება რომ ეს გავაცნობიერო, მხოლო რამოდენიმე წუთი. – უპასუხა კანმა.
– კარგი. – თქვა ელბერმა და შხაპის მისაღებად წავიდა, გზად ადრიანოს ზარს უპასხა“.

ადრიანო, სინტიას ბიძა, რეკავდა ყოველი თამაშის შემდეგ, ელბერს შეეძლო მასთან ესაუბრა უსასრულოდ. ის ბოლომდე მოუსმენდა, დაამშვიდებდა და ისეთ რამეს ეტყოდა, რომ ელბერი უცბად ხდებოდა მოტივირებული. ლელლოს დაკარგვის შემედ ელბერი ზუსტად ასეთ მეგობარს ეძებდა.
ადრიანო გახლდათ სასულიერო მსახური, ელბერზე 5 წლით უფროსი.
2003 წელს ხელდასმამდე რჩებოდა მხოლოდ ერთი გამოცდა – მას უნდა გაეტარებინა დღე და ღამე ქოხში ყოველგვარი კომფორტის გარეშე. როცა ადრიანოს იატაკზე ეძინა, მას კობრამ უკბინა. გარდაიცვალა 36 წლის.

9

გაიტანა რა კიდევ 56 გოლი ბავარიის რიგებში, ელბერი ლიონში გადაბარგდა, გაუტანა კანს ჩემპიონთა ლიგაზე, გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და კვლავ ფეხი მოიტეხა, ხოლო ბავშვები ახალი კლიმატისგან დაიტანჯნენ. შესაბამისად ელბერი კრუზეიროში წავიდა, მოიგო შტატის ჩემპიონატი, მაგრამ მამის გრდაცვალების შემდეგ ფეხბურთს საერთოდ გამოეთხოვა. იყიდა ფერმა და საქონლის მოვლა დაიწყო, თან ბავარიას ეხმარებოდა სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა ტალანტების მოძიებაში:
თავის დროზე ბავარიას 16 წლის ნეიმარს სთავაზობდა.

აი მაშინ, მილანში, როცა შხაპის მიღების შემდეგ გასახდელში დაბრუნდა – როგოც თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა – დაინახა მარტო ეფენბერგი: — ყველა სასტუმროში წავიდა გამარჯვების აღსანიშნავად.
– თასი რატომ დატოვეს?
– რომელი თასი?
– ჩემპიონთა თასი, რომელიც ჩვენ მოვიგეთ. დააზუსტა ელბერმა და თასზე მიუთითა, რომელიც ცარიელ ბოთლებს, ჭიქებსა და ხელსახოცებს შორის იყო ჩაკარგული.
-დაავიწყდათ!

ისინი გავიდნენ ქუჩაში თასთან ერთად. ღამის მილანი, გულშემატკივრები კარგა ხანია დაიშალნენ, სიცარიელეა მოედანთან, ტრამვაის გაჩერებასთან და ტაქსი არსად ჩანს სიახლოვეს. ელბერი დაიღალა თასის დაჭერით და დადო ის ასფალტზე და გამოიყენა როგორც სკამი. არა, მოხერხებული არ არის, ხელის მტევნები უშლის. რა გააკეთოს?
– ჯოვანი ეს შენ ხარ? – დაუძახა მასიმომ, ელბერის მიუნხენურმა ნაცნობმა, რომელიც სტადიონიდან გამოდიოდა.
– აქ რატომ ხარ?
– ტაქსის ველოდები.
– ტაქსის ამ დროს ვერ ნახავ. ჩემთან ჩაჯექით, გაგიყვანთ.
გზად ის განუწყვეტლივ იმეორებდა:
– როგორ ფიქრობ, დამიჯერებს ვინმე, რომ ჩემი მანქანით ჩემპიონთა თასი მიმქონდა?

სასტუმროში იენს-იერემის მიუვარდა:
– ჯოვანი, მომეცი თასი! ჯერ ხელში არ დამიჭერია.

ელბერი ხალხს შეერია, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ კვლავ გაისმა კითხვა : სად არის ჯილდო?
ავიდნენ იერემისის ნომერში, დიდ-ხანს ურტყამდნენ მისი ნომრის კარს.
კარი გააღო იერემისის ცოლმა და საწოლი ანახა, სადაც: იერემისს ეძინა თასთან ჩახუტებულს.

კომენტარი