ლებრონ ჯეიმსის ბიოგრაფია პროფესიონალურ კარიერა – ნაწილი IV

284

ბოლო სეზონში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლებრონის მომავალი გახდა მუდმივი სპეკულაციის მიზეზი. პერიოდულად ასახელებდნენ კოლეჯებს, რომლებშიც ლებრონს სავარაუდოდ უნდა გაეგრძელებინა სწავლა სკოლის შემდეგ.
ამავე დროს სპორტული გიგანტები Adidas, Reebok და Nike იბრძვიან ლებრონთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მილიონიანი ხელფასით, რაც მას ავტომატურად გახდის პროფესიონალად და საშუალებას აღარ აძლევს გააგრძელოს სპორტული კარიერა კოლეჯში.
კონკურენცია იმ დონეზე გაჩაღდა, რომ Adidas – ის კომპანია განათავსა ბილბორდები ლებრონის სახლთან ახლოს მოწოდებით რომ მას ამოერჩია მათი კომპანია.
როცა ლებრონმა მე-3-ჯერ მიიღო მონაწილეობა, წლის განმავლობაში, ყველა ვარსკლავის მატჩი სასკოლო ჩემპიონატის დონეზე, მან ავტომატურად დაკარგა კოლეჯში კარიერის გაგრძელების პერსპექტივა, ვინაიდან NCAA – ს წესებით შესაძლებელია ამ მატჩში მხოლოდ 2-ჯერ მონაწილეობა, რომელიც სპონსირებულია კომერციული კომპანიების მიერ.

lebron-james

კლივლენდ კავალიერსი (2003 – 2010)

პირველი სეზონი:
  2003 წლის NBA-ს დრაფტი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ ლიგის ისტორიაში. ლებრონის გარდა დრაფტში მონაწილეობდა მისი მეგობარი და მოწინააღმდეგე კარმელო ენტონი, მომავალი ვარსკლავები კრის ბოში და დუეინ ვეიდი. მიუხედავად ყველაფრისა, ლებრონი მაინც გამოირჩეოდა კომპანიისგან. საკალათბურთო ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდებოდა იმაში, რომ ლებრონი იქნებოდა არჩეული პირველ ნომრად დრაფტში და მხოლოდ მცირე რაოდენობა თვლიდა ფავორიტად ენტონის.
22 მაისი, როცა „კლივლენდ კავალიერს“-მა მოიპოვა უფლება პირველად არჩევის, ხოლო კითხვა დრაფტის პირველ ნომრის შესახებ სასწრაფოდ დაიხურა. დრაფტის ლოტორეის გამარჯვებულის დასახელების შემდეგ „კავალიერსი“-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტედ კარპერმა მოახდინა 23 ნომრიანი მაისურის დემონსტრირება ლებრონის გვარით.

2003 წლის 26 ივნისს ჯეიმსი გამოჩნდა ნიუ-იორკში დრაფტის ცერემონიაზე თეთრი კოსტუმით და თეთრი ჰალსტუხით, რომ ოფიციალურად წარდგენილიყო „კლივლენდ კავალიერსი“-ს მოთამაშედ. ცერემონიის შემდეგ ლებრონმა დადო პირობა რომ ისე ითამაშებდა და ცეცხლს დაანთებდა როგორც ლას-ვეგასში. გუნდის მფლობელი გორდონ განდი სიტყვით გამოვიდა, სადაც ხაზი გაუსვა იმას რომ თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო „კავალიერსის“-თვის ლებრონის შეძენა და რა პერსპექტივა შეეძლო მოეტანა ლებრონს გუნდისთვის.
კლივლენდში გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება, რომელზეც დაახლოებით 10 000 -ზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა.
ძალიან მალე ლებრონმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. პროფ-კავშირის წესების მიხედვით NBA-ს ახალ მოთამაშესა და გუნდის მფლობელებს შორის ფორმდება ფიქსირებული კონტრაქტი. ასე რომ, ჯეიმსმა გააფორმა 4-წლიანი კონტრაქტი 12,96 მილიონ $ გამომუშავებით, მხოლოდ 4 წლის გასვლის შემდგომ შეეძლო მას პრეტენზია განეცხადებინა უკეთეს კონტრაქტზე.

LeBron_James_3409937543

ჯეიმსი არ იყო პირველი კალათბურთელი რომელიც NBA-ს დრაფტზე პირდაპირ სკოლიდან აიყვანეს პირველ ნომრად. მანამდე 2 წლით ადრე „ვაშინგტონ ვიზარდს“-მა აიყვანა ცენტრი, კვამე ბრაუნი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ნომერი დრაფტის ისტორიაში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ლებრონსაც იმავე ისტორიის განმეორებას უწინასწარმეტყველებდა და ამას ამყარებნდენ შემდეგი აზრით, რომ ლებრონს არ ეყოფოდა ტალანტი, რათა ეთამაშა NBA-ში.
სეზონის დაწყების წინ ჯემსმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ზაფხულის ლიგის თამაშებზე, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ უკვე არა სკოლის მოსწავლეები, არამედ ამბიციური კალათბურთელები, რომლებსაც ჰქონდა გამოცდილება პროფესიონალურ საუვენირსიტეტო გუნდებში თამაშისა. ჯეიმსმა ტურნირი დაამთავრა შემდეგი შედეგებით:
15,7 ქულა – 4,3 გადაცემა ერთ თამაშში.
ზოგჯერ ის თამაშობდა გამთამაშებელი მცველის პოზიციაზე.
„ორლანდო მეჯიქი“-ს გენერალურმა მენეჯერმა, რომელიც ლებრონს აკვირდებოდა, აღნიშნა რომ ჯეიმს ჰქონდა 3 იშვიათი უნარი:
სიმწიფე, ტალანტი და ქარიზმა.

NBA-ს პირველ სეზონში ლებრონი გაიარა ის რასაც ყველა ახალწვეული გადის. მიუხედავად იმისა რომ ის იყო ვარსკლავი და მილიონერი, ტრადიცია მოითხვდა რომ გუნდში მყოფ უფროსებს გაეჯავრებინათ ის და მიეცათ განსხვავებული დამაცირებელი დავალებები.
ასე რომ ლებრონის დავალებაში შედიოდა: ვარჯიშის შემდეგ ფუნთუშების ყიდვა გუნდის მოთამაშეებისთვის, პარტნიორების ბარგის თრევა სასტუმროში შესვლის და გამოსვლის დროს სტუმრად გასამართი თამაშებისას. ჯეიმსი ამას ყველაფერს მშვიდად იტანდა და წინააღმდეგობის გაწევას არც ცდილობდა. ჯურნალისტებთან ურთიერთობისას ის მორიდებულად უარყოფდა გუნდის ლიდერის ტიტულს და ლედერებად ასახელებდა ვეტერანებს რიკი დევისს და ჟიდრუნასა ილგასკასს.

NBA-ში ლებრონის დებიუტი შედგა 2003 წლის 29 ოქტომბერს, „საკრამენტო კინგს“-თან დაპირისპირებისას. მიუხედავად იმისა, რომ „კავალიერსი“ დამარცხდა ანგარიშით 109:92, ჯეიმსმა მოახერხა დაეგროვებინა 25 ქულა, 6 მოხსნა და 9 რეზულტატური გადაცემა, დაუმტკიცა რა სკეპტიკოსებს რომ შეეძლო ეთამაშა უმაღლეს დონეზე.
მთავარი მწვრთნელი პოლ საილასი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა მისი მოთამაშის დებიუტის შესახებ და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ჯეიმსი გახდა 22 წლის განმავლობაში NBA-ში პირველი კალათბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩში მოიპოვა 25 ქულა და 9 გადაცემა.

მთელი სეზონის განმავლობაში ჯეიმსი ძალიან წარმატებული იყო. უფრო და უფრო მეტი კალათბურთელი და მწვრთნელი, ჟურნალისტი და ექსპერტი ლაპარაკობდა ძალიან მაღალი შეფასებით ახალწვეულის ტალანტზე. ბევრი აღნიშნავდა მის ჩამოყალიბებულ თამაშს, რომელიც არ იყო მახასიათებელი 18 წლის ახალგაზრდასთვის, მის უნივერსალიზმს და ასახელბდნენ მომავალ სუპერ ვარსკლავად. თუმცა ლებრონის გამოჩენა გუნდს უცბად არ დაეტყო, „კავალიერს“-მა 5 ზედიზედ თამაში წააგო და შუა სეზონში ცხრილის ქვედა ნაწილში აღმოჩნდა.
2003 წლის დეკემბერში განხორციელებული ბარტერი რიკი დევისისა „ბოსტონ სელტიკსი“-დან აღმოჩნდა სასარგებლო ლებრონის შედეგიანობისთვის, რომელმაც დაიწყო ბურთის ხშირად მიღება და შეტევის დასრულება.
სეზონის ბოლოსთვის ლებრონი უკვე აგროვებდა 21 ქულას თამაშში, ერთხელ საერთოდ 41 ქულა მოაგროვა. „კავალიერსი“-ც უკეთესად ათამაშდა და რეგულარული სეზონის ბოლომდე რჩებოდა პლეი-ოფში მოსახვედრ კანდიდატთა შორის, მაგრამ ჩავარდნილმა სტარტმა თავისი დაღი დასვა გუნდზე და „კლივლენდი“ არ აღმოჩნდა აღმოსავლეთ კონფერენციის  8 საუკეთესოთა შორის. მიუხედავად ამისა, გუნდმა გაცილებით უკეთესად ჩაატარა სეზონი ვიდრე წინანდელი და მოიპოვა 18 გამარჯვებით მეტი წინა სეზონთან შედარებით, ასევე გაიზარდა საშუალო დასწრების სტატისტიკა, როცა გუნდი სახლში თამაშობდა,
11 497 -დან 18 288 მაყურებლამდე.

lebron-james-graphic-artwork-wallpaper

სეზონი 2009/2010.
 2009/2010 წლის სეზონში გუნდში მოვიდა ისეთი კალათბურთელები როგერებიც არიან შაკილ ო’ნილი, ანტუან ჯეიმსონი, ენტონი პარკერი.
ჯეიმსის მარგი ქმედების კოეფიციენტი ავიდა 29,7 ქულამდე – 7,3 მოხსნა და 8,6 გადაცემა, რითაც დაიმსახურა კარიერაში მეორე ტიტული რეგულარული სეზონის ლიგის საუკეთესო მოთამაშისა.
გასავარდნ თამაშებზე ლებრონმა და კომპანიამ საკმაოდ ადვილად მოუგეს „ჩიკაგო“-ს 4-1, მაგრამ შემდეგ საკმაოდ მოულოდნელად დამარცხდნენ „ბოსტონ“-თან 2-4.


ნაწილი V – თავისუფალი აგენტი 2010 -ში.

კომენტარი