მოშუშული ხორცის ყველაზე გემრიელი რეცეპტი- ამის შემდეგ ამ კერძს მხოლოდ ასე მოამზადებთ

1631

მოშუშული ხორცი ტრადიციული, კლასიკური, გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი კერძია.

ინგრედიენტები:
– 500 გ საქონლის ხორცი
– მარილი, შავი დაფქული პილპილი
– 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 2 ც. ხახვი
– 6 პატარა სტაფილო
– 3 ჭიქა ბულიონი
– 1 ჭიქა წითელი ღვინო
– 2 ღერო ახალი როზმარინი
– 2 ღერო ახალი ბეგქონდარა

მომზადების წესი:
– გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ხორცს მარილი და პილპილი მოაყარეთ. შეწვით ზეითუნის ზეთში ხახვი და სტაფილო. ბოსტნეულზე ხორცი გადაიტანეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწვით ის ყველა მხრიდან.

– ამის შემდეგ ხორცის ნაჭერი მინის ცხობის ფორმაში გადაიტანეთ, მას დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, დაასხით ბულიონი და ღვინო (თუ საჭირო იქნება ბულიონი დაამატეთ). დაამატეთ როზმარინი და ბეგქონდარა- ხორცი მოშუშეთ ღუმელში 90 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭყლეტილი ნივრის რამდენიმე კბილი.

კომენტარი