ლებრონ ჯეიმსის ბიოგრაფია თავისუფალი აგენტი 2010-ში ნაწილი V

397

მაიამი ჰიტი.

2010 წლის 8 ივლისს ჯეიმსმა ESPN – ს პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ კონტრაქტს აფორმებდა „მაიამი ჰიტ“-თან, რასაც მოჰყვა გამძვინვარებული რეაქცია ოჰაიოში – საქმე მივიდა იქამდე, რომ კლივლენდის 23 ნომრიანი მაისურს საჯაროდ ცეცხლიც წაუკიდეს.
როგორც თავად ლებრონმა განაცხადა ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინა ახლობლებმა და მეგობრებმა, ასევე რომ მოეგო ჩემპიონატი:

„მე მაიამიში გადავდივარ – ეს არის გადაწყვეტილება რომელიც მივიღე. მსურს რომ გამარჯვებული ვიყო არა მარტო კონკრეტულ თამაშებში, არამედ ვიბძოლო ტიტულების მოპოვებისთვისაც. ძირითადი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებაში იყო გამარჯვების შესაძლებლობა – ახლაც და მომავალშიც. ჩემი გული ყოველთვის კლივლენდში დარჩება, ყველას მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია, ვისთანაც ერთად მუშაობა მოვახერხე. მე შეგნებულად ჩავიყენე თავი იმ სიტუაციაში, როცა შემიძლია  თავად ამოვირჩიო გუნდი, სხვადასხვა შემოთავაზებული პირობებისგან, ეს ფასდაუდებელი გამოცდილება არის ჩემთვის.“

მყისიერად, ლებრონის გადაწყვეტილების შემდეგ რომ გადასულიყო მაიამიში, „კავალიერს“-ის მფლობელმა დენ გილბერტიმ ოფიციალური საიტიდან გულშემტკივრებისთვის ღია წერილი გამოაქვეყნა:
„ძვირფასო „კლივლენდ“-ის გულშემატკივრებო, ჩვენი ყოფილი გმირი, რომელიც ჩვენთან გაიზარდა – დატოვა გუნდი. ამის შესახებ მან რამოდენიმე დღის თვითკმაყოფილების და ნარციზისმის უპრეცედენტო ტელეშოუში გამოხატვის შემდეგ განაცხადა. რათქმაუნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გუნდის მენეჯმენტს თქვენ არადროს უღალატია და არც არასდროს გიღალატებთ. თქვენ ასეთი მოქცევა არ დაგიმსახურებიათ და უკეთესის ღირსნი ხართ. მინდა გავაკეთო განცხადება: მე პირადად ვარ გარანტი იმისა, რომ კლივლენდი მოიგებს NBA-ს ჩემპიონატს უფრო ადრე, ვიდრე თვითაღიარებული ყოფილი მეფე. ჩვენ გვაქვს ფანტასტიური მოტივაცია, ვინაიდან ზოგიერთები ფიქრობენ რომ მოხვდებიან სამოთხეში სიკვდილის გარეშე – ისინი ცდებიან. ადამიანი რომელიც საკუთარ თავს რჩეულს უწოდებს, არ უნდა გახდეს მისაბაძი ჩვენი შვილებისთვის. ხალხი ხშირად საუბრობს კლივლენდის წყევლაზე: თითქოს არარეალურია რაიმეს მოგება.
დაე ყოფილმა მეფემ თან წაიყოლოს სამხრეთში ეს წყევლაც“.

NBA-ს ხელმძღვანელობამ „კლივლენდი“-ს მფლობელი დენი გილბერტი გულშემტკივრებისადმი მიმართული წერილის გამო 100 000$-ით დააჯარიმა.

2010/2011 წლის სეზონში ჯეიმსის პარტნიორები გახდნენ, აშშ-ს  ნაკრების ძველი მეგობრები დუეინ ვეიდი და კრის ბოში. მოთამაშეებს ეგრევე შეარქვეს „ახალი დიდი სამეული“ 3 წლის წინანდელი ბოსტონში მოთამაშე სამეულის გარნეტი-ალენი-პირსის ანალოგის მიხედვით, რომლებმაც ეგრევე მოიგეს NBA-ს ჩემპიონატი.

2011 წლის 21 თებერვალს NBA-ს ყველა ვარსკლავის თამაშის დროს, ლებრონმა რომელიც თამაშობდა აღმოსავლეთელთა რიგებში, შეასრულა ამ თამაშის ისტორია მეორე სამმაგი დუბლი (29 ქულა, 12 მოხსნა, 10 გადაცემა). პირველი სამმაგი დუბლი 1997 წელს მაიკლ ჯორდანმა გააკეთა.

2011 წლის აპრილის დასაწყისში ლებრონ ჯეიმსი გახდა მინოტარული მფლობელი საფეხბურთო გუნდისა „ლივერპული“. თავად ჯეიმსმა თქვა, რომ ოცნებობს ისეთ წარმატებებს მიაღწიოს, როგორსაც მერსესაიდულმა გუნმა მიაღწია. ამის შემდეგ, კალათბურთელი პრესკონფერენციებზე, ხშირად ჩნდებოდა ლივერპულის ატრიბუტიკით.

201/2012 წლის სეზონში, ჯეიმსი კარიერის განმავლობაში პირველად გახდა NBA-ს ჩემპიონი. ასევე მესამეჯერ მიიღო საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო, დააგროვა საშუალოდ 21,7 ქულა – 7,9 მოხსნა – 6,2 გადაცემა და 1,9 ჩაჭრა და აღიარებულ იქნა ასევე ფინალის საუკეთესო მოთამაშედ.
„Dream Team“-ს რიგბში ლებრონმა ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა თავისი მეორე ოქრო. ამერიკელებმა მოიგეს ყველა 8 თამაში, დაამარცხეს რა ფინალში ესპანელები. მეოთხედფინალში, ავტრალიელების წანააღმდეგ ლებრონმა მიითვალა სამმაგი დუბლი (11 ქულა, 14 მოხსნა, 11 გადაცემა).
ლებრონ ჯეიმსი შევიდა ისტორიაში, გახდა NBA-ს მეორე მოთამაშე, მაიკლ ჯორდანის შემდეგ, რომელმაც მოახერხა ერთი სეზონის განმავლობაში მოეპოვებინა NBA-ს ჩემპიონობა, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, ფინალის საუკეთესო მოთამაში ჯილდო და ოქროს მედლები ამერიკის შეერთებული შტატების რიგებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.

LeBron_James_Dec_2012_4

 

 

2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამომცემლობა Sports Illustrated-მა ჯეიმსი დაასახელა წლის სპორტსმენად. ის აღიარებულ იქმნა რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად, გახდა ასოციააციის ჩემპიონი და ფინალში დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ, ყველაფერ ამას დამატებული ოლიმპიადი ოქრო.

2013 წლის 17 იანვარს ლებრონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც NBA-ს ზღვარი 20 000 ქულა დაჯაბნა. ამ ზღვარს ის გაცდა „გოლდენ სთეით“-თან დაპირისპირებისას, მატჩის მეორე მეოთხედში, რომლის შედეგებითაც „მაიამი“ გახდა გამარჯვებული ანგარიშით 92:75. ჯეიმსი გახდა 38-ე კალათბურთელი, რომელმაც მოახერხა ამ ნიშანზე გადაბიჯება. მანამდე ყველაზე ახალგაზრდა ვინც ეს მოახერხა, გახლდათ კობი ბრაიანტი, 29 წლის და 122 დღის ასაკში. ჯეიმსმა რეკორდი მოხსნა 28 წლის და 17 დღის ასაკში.

2012/13 წლის რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლებრონი მე-4-ჯერ დაასახელეს NBA-ს საუკეტესო კალათბურთელად. მის მონაგარს წარმოადგენდა 26,8 ქულა – 8 მოხსნა, 7,3 გადაცემა და
36 დაბლ-დაბლი(პირადი რეკორდი) სეზონის განმავლობაში, დამატებული 4 სამმაგი დუბლი.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც მოიპოვა 4 მსგავსი ჯილდო 5 წლის განმავლობაში, გახლდათ ბილ რასელი(1961,62,63,65).
მხოლოდ 5 კალათბურთელი:
ქარიმ აბდულ ჯაბარი (6-ჯერ),
მაიკლ ჯორდანი (5-ჯერ),
ბილ რასელი (5-ჯერ),
ვილთ ჩემბერლინი (4-ჯერ),
იყო დაჯილდოებული საუკეთესო კალათბურთელის პრიზით მეტი ვიდრე 3-ჯერ.

LeBron_James_dunks

121 გამოკითხული ჟურნალისტიდან 120-მა პირველი ადგილი მიაკუთვნა ლებრონს(საერთო ჯამში 1207 ქულა).
პირველ ხუთეულში კენჭიყრის მიხედვით შევიდა:
ფორვარდი „თანდერ“ კევინ დიურანტი (765),
ფორვარდი „ნიკს“ კარმელო ენტონი (475),
გამთამაშებელი „კლიპერს“ კრის პოლი (289),
მცველი „ლეიკერს“ კობი ბრაიანტი (184).
თვითონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ უფრო ქონდა სურვილი მოეპოვებინა ჯილდო საუკეთესო მცველი მოთემაშესთვის.

2013 წლის 5 ნოემბერს ჯეიმსი გახდა ლიგის ისტორიაში მე-5 კალათბურთელი, რომელმაც მოახერხა დაეგროვებინა 10 და მეტი ქულა 500 მატჩში ზედიზედ. მანამდე მსგავსი რამე მოახერხა ქარიმ აბდულ ჯაბარიმ, რომელმაც კარიერაში 2-ჯერ დაჯაბნა 500 თამაში ნიშნული
(787 და 508),
მაიკლ ჯორდანმა(866), კარლ მელოუნიმ (575) და მოზეს მელოუნიმ (526).

4 აპრილს ლებრონი „მინესოტა თიმბერვულვზ“-თან დაპირისპირებისას გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც 23 000 ქულიან ნიშნულს გაცდა. მან ეს მოახერხა 29 წლისა და 116 დღის ასაკში ყოფნისას, ამით გადაასწრო რა „ლოს-ანჯელეს ლეიკერს“-ის მცველს კობი ბრაიანტს, ხოლო 6 მაისს ფლეი-ოფ-ის მეორე რანდში „ბრუნკლინ“-თან დაპირსპირებისას გახდა მე-3 კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც გაიარა ნიშნული 4000 ქულა, 900 მოხსნა და 900 გადაცემა ფლეი-ოფ-ში. მანამდე ასეთი რამე მოახერხა მაიკლ ჯორდანმა და კობი ბრაინტმა.
12 მაისს ჯეიმსმა „ბრუკლინი“-ს წინააღმდეგ დაპირისპირებისას, მე-4 თამაშში დააგროვა 49 ქულა და გაიმეორა პირადი რეკორდი შედეგიანობისა გასავარდ თამაშებში და განაახლა საკლუბო რეორდი დაგროვილი ქულებისა ფლაი-ოფ-ის თამაშებში(მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა დუეინ ვეიდს, რომელსაც დაგროვილი ქონდა 46 ქულა).

თავისუფალი აგენტი 2014-ში – ნაწილი VI.

კომენტარი