როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონის ელემენტი მალე ჯდება? სასარგებლო რჩევები, რომელიც  პრობლემას თავიდან აგაცილებთ

4242

21-ე საუკუნეში სმარტფონი არა მარტო დაკავშრების საშუალებაა, მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვეწვიოთ ნებისმიერ ინტერნეტ პორტალს, უყუროთ ვიდეოს და წავიკითხოთ საინტერესო ინფორმაცია. სამწუხაროა, როცა ტელეფონის ელემენტი მალე ჯდება. აღმოჩნდა, რომ ელემენტის სწრაფი დაცლა, არასწორი გამოყენების მიზეზია.

სწრაფად დაცლილი ელემენტის  რამდენიმე მიზეზი:

1.თქვენი ტელეფონის ენერგიას 100%-მდე ავსებთ.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ტელეფონი უნდა დატენოს 100 %-მდე. ექსპერტების აზრით, სმარტფონის ელემენტი 30-80%-მდე უნდა იყოს და პერიოდულად მცირე დროით დააკავშიროთ დამტენ კაბელს.

2.არ ტენით სმარტფონს სანამ ელემენტი ბოლომდე არ დაჯდება.

ეს ჩვევა ტელეფონის ელემენტს აზიანებს, ამიტომ ნუ დაელოდებით მის ბოლომდე გათიშვას.

2

3. თქვენი სმარტფონი ხშირად  ცხელდება.

სმარტფონის ელემენტი ნეგატიურად რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე- ოპტიმალური ტემპერატურა 1-35 გრადუსამდეა.

4.თქვენ ხშირად იყენებთ უკაბელო დამტენს.

ამ მოწყობილობამ  შეიძლება გამოიწვიოს ელემენტის გაცხელება.

3

5.თქვენ არ ხსნით შალითას, როდესაც დასატენათ აერთებთ ტელეფონს.

შალითამ შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს ელემენტზე, რადგან ის აგროვებს მაღალ ტემპერატურას, რაც იწვევს ელემენტის გადახურებას.

4

6.თქვენ იყენებთ სხვადასხვა  ტელეფონის კაბელს.

მართალია Android-ის სისტემის ტელეფონებს უნივერსალური დამტენი აქვს, თუმცა ყოველი ტელეფონისთვის განსაზღვრულია კონკრეტული კაბელი. სხვა მწარმოებელი ფირმის  კაბელმა შესაძლოა გამოყოს არასაკმარისი ან ზედმეტი ენერგია, რაც თქვენი სმარტფონისთვის ზიანის მომტანია.

 

კომენტარი