კვერცხი პომიდორში- უგემრიელესი და ორიგინალური საუზმის მარტივი რეცეპტი!

1886

რა მივირთვათ საუზმეზე? მოამზადეთ კვერცხი პომიდორში- ეს კერძი ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები:
– 2 ც. პომიდორი
– 2 კვერცხი
– 50 გ ლორი
– 20 გ კამა
– ზეითუნის ზეთი, ნაღების კარაქი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:
– პომიდორი კარგად გარეცხეთ და გაწმინდეთ. მოაჭერით მათ ზედა ნაწილი და ჩაის კოვზით ძალიან აკურატულად გამოშიგნეთ. მოაყარეთ მათ მარილი შიგნიდან და ზეითუნის ზეთი წაუსვით.

– ცხობის ფორმაში ცხობის ქაღალდი ჩადეთ და მას ნაღების კარაქი წაუსვით. ფორმაში პომიდვრები გადაიტანეთ. დააქუცმაცეთ ლორი და პომიდორში ჩადეთ. პომიდორში კვერცხი გატეხეთ. შეეცადეთ კვერცხის გული არ “დააზიანოთ”. მოაყარეთ მას მარილი და პილპილი.

– ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ამზადეთ საუზმე 10-12 წუთის განმავლობაში, მზა კერძს დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ.

კომენტარი