7 ყველაზე სტაბილური ზოდიაქალური წყვილი

229

ბევრს ჰოროსკოპების არ სჯერა, მაგრამ თუ გაინტერესებთ, რომელ ზოდიაქალურ წყვილს აქვს გრძელვადიანი ურთიერთობების შანსი, ეს სტატია გამოგადგებათ.

ვერძი და სასწორი
ორივე პარტნიორს უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ისინი არასდროს გრძნობენ თავს მოწყენილად, როდესაც ერთად არიან. ეს წყვილი არის შესანიშნავი გუნდი.

ვერძი და ტყუპები
ჰაერი და ცეცხლი… მათ ერთმანეთის ესმით და საუბარი არის არა მხოლოდ სექსუალურ, არამედ ინტელექტუალურ ლტოლვაზე. ამ ურთიერთობებში არის ვნება, ბედნიერება და სიცოცხლით ტკბობის სურვილი.

მორიელი და კირჩხიბი
კირჩხიბი დააჯერებს მორიელს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში და მათ ბედნიერი მომავლის სჯერათ.

მშვილდოსანი და ლომი
მათი ურთიერთობა ვნებიანია. ისინი ერთმანეთის მეტოქეები არიან, მაგრამ ეს მათ ურთიერთობების განვითარებაში ეხმარებათ.

ქალწული და მერწყული
ამ ორ ნიშანს მსოფლიოს შეცვლა სურს. ქალწულს შეუძლია გადაჭრას რთული, პრაქტიკული პრობლემები, მერწყულს კი, ყოველთვის აქვს ახალი, კრეატიული იდეები.

თევზები და კურო
თევზებს უყვართ ოცნება, ეს ემოციური ნიშანია, ხოლო კურო პრაქტიკულია- ეს არის იდეალური წყვილი!

თხის რქა და კურო
მათ ერთმანეთის ესმით და ისინი არ ხარჯავენ დროს იმისთვის, რომ აუხსნან ერთმანეთს საკუთარი სურვილები. ისინი უბრალოდ მიდიან მიზნისკენ- ერთად.

კომენტარი