რა შეიძლება იყოს უშვილობის ერთ-ერთი მთავარი  მიზეზი?

325

ლუისვილსკის და ემორის უნივერსიტეტის   (აშშ) სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაფეხმძიმების შანსი მინიმალურია სტრესის დროს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Annals of Epidemiology.

ცდის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 400-მა ქალმა, რომელთა ასაკიც  40 წლამდე იყო. ყველა მოხალისეს სურვილი იყო დედა გამხდარიყო. ისინი ავსებდნენ დღიურს, სადაც აღნიშნავდნენ მენსტრუაციული ციკლის, კონტრაცეპტივების, ალკოჰოლის ან ყავის მიღების, თამბაქოს მოხმარების  დღეებს. კვლევის პერიოდში, გოგონები ყოველ დღე აფასებდნენ სტრესის დონეს 1 დან 4 ბალამდე.

სპეციალისტების დაკვირვებით, ევოლუციის დროს, სტრესი  საკმაოდ მაღალ ზემოქმედებას ახდენდა ორგანიზმზე.  აღმოჩნდა, რომ ყოველდღიური სტრესის დროს დაორსულების  შანსი 40 %-ით ნაკლებია.

მკვლევარების აზრით, სტრესის ფაქტორი არანაკლებ ზემოქმედებს ქალის ორგანიზმზე, ვიდრე ალკოჰოლი ან თამბაქო.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ორსულობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ სტრესის დონე საგრძნობლად იმატებს. სპეციალისტები თქმით, ეს შესაძლოა  ფეხმძიმობის გაცნობიერებასთან ან ჰორმონალური ფონის შეცვლასთან იყოს დაკავშირებული.

კომენტარი