“ჭკვიანი” ტოსტერი მოამზადებს ტოსტებს შეტყობინებით, ან ამინდის პროგნოზით

107

“ჭკვიანი” ტოსტერი Toasteroid არა მხოლოდ ამზადებს ტოსტებს, არამედ “ბეჭდავს” მათზე წინასწარ არჩეულ ნახატს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სტანდარტული ნახატი, ან სმარტფონის დახმარებით შექმნას საკუთარი.

ასეთი ტოსტერის მფლობელებს შეუძლიათ გაცვალონ შეტყობინებები, რომელთა წაკითხვა მხოლოდ სხვა ტოსტერის დახმარებითაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს მილოცვა, თემატური ნახატი, ან უბრალოდ “სმაილი”. ასევე შესაძლებელია “დაბეჭდოთ” ტოსტზე ამინდის პროგნოზი.

კომენტარი