ჰაეროვანი და უგემრიელესი ალადები (უმარტივესი რეცეპტი)

43291

ინგრედიენტები:

მდუღარე წყალი-1,5 ჭიქა;

რძე-1,5 ჭიქა;

კვერცხი-2 ცალი;

ფქვილი-1,5 ჭიქა(ცომი უნდა იყოს ოდნავ თხელი, ვიდრე ჩვეულებრივი ადლადების);

ნაღების კარაქი-1,5 სუფრის კოვზი;

შაქარი-1,5 სუფრის კოვზი;

მარილი-0,5 ჩაის კოვზი;

ვანილი.

მომზადების წესი:

1.კვერცხი და შაქარი გაურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ მარილი, ვანილი და რძე; მოურიეთ და პერიოდულად დაამატეთ ფქვილი.

2.არ შეაჩეროთ მოროვა- ინგრედიენტებს დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მდუღარე წყალი.

3.ნარევი გააჩერეთ ნახევარი საათი, რათა ყველა ინგრედიენტი ერთი მასა გახდეს, ხოლო შემდეგ დაიწყეთ ცხობა.

4.გაცხელებულ  ტაფაზე დაასხით მასა, დაელოდეთ 1-2 წუთი, ხოლო შემდეგ ამოაბრუნეთ.

5.თუ ტაფა სპეციალურად ალადებისთვის არ არის განკუთვნილი, რეკომენდირებულია ფსკერზე წაუსვათ  მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი, ქაღალდით ან ბამბით.

გულსართი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი