უგემრიელესი გუფთა ყაბაყით ბერძნულად- საუკეთესო კერძი ვახშმისთვის

640

ბერძნული სამზარეულო ბევრს უყვარს. სცადეთ და მოამზადეთ უგემრიელესი გუფთა ბერძნულად- ეს კერძი ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები:
– 600 გ საქონლის, ღორის, ან შერეული ფარში
– 2 ც. ყაბაყი
– 2 კვერცხი
– 1 ც. ხახვი
– 3 კბილი ნიორი
– 2 ს/კ ტომატი
– 3 ს/კ საფანელი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 0,5 ჩ/კ პიტნა
– 0,5 ჩ/კ შაშკვლავი (ბაზილიკი)

მომზადების წესი:
– ყაბაყი გარეცხეთ, გაფცქვენით და გახეხეთ. მიღებული წვენი გადაღვარეთ.
– შეურიეთ ერთმანეთს ფარში, ყაბაყი, დაჭყლეტილი ნიორი, დაქუცმაცებული ხახვი, კვერცხი, ტომატი და საფანელი. დაამატეთ გამშრალი ბაზილიკი, პიტნა, მარილი და შავი პილპილი.
– ჟარონაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ფარშისგან ბურთულები მოამზადეთ და ჟარონაზე გადაიტანეთ.
– გამოაცხვეთ კერძი 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

კომენტარი