ხაჭოს ფუნთუშა თქვენი საუზმისთვის – საოცარი და დაუვიწყარი გემო

563

რეცეპტი მათთვის, ვისაც საუზმეზე გამომცხვარი საკვების მიღება მოსწონს. ამ ფუნთუშის გამოცხობას დასჭირდება მცირე დრო, ხოლო მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ.

რაოდენობა-10-12 ცალი,

ინგრედიენტები:

ხაჭო-250 გრ.

კვერცხი-2 ცალი;

შაქარი-3 ს.კ.

მარილი-წიკვი;

ვანილი-10 გრ.

გამაფხვიერებელი-15 გრ.

ფქვილი-250 გრ.

რძე- 1 ან 2 ს.კ. ფუნთუშაზე წასასმელად.

მომზადების წესი:

ხაჭო, კვერცხი, შაქარი, ვანილი და მარილი ათქვიფეთ ერთმანეთში, სანამ ერთი მასა არ გახდება. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაურიეთ ინგრედიენტებს და  გააკეთეთ ცომი.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან გადაუსვით მცირე რაოდენობის მცენარეული ზეთი. ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე.

ფუნთუშები გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 12 წუთი, ხოლო შემდეგ მას  ფუნჯით გადაუსვით რძე (თუ სურვილი გაქვთ დააყარეთ შაქრის ფხვნილიც) და ისევ დააბრუნეთ აირღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ მისი ზედაპირი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს.

გემრიელად მიითვით!

 

კომენტარი