ლებრონ ჯეიმსის ბიოგრაფია – თავისუფალი აგენტი 2014-ში

1049

2014 წლის ივნისში ლებრონ ჯეიმსმა ისარგებლა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით და გახდა შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი.

First Lady Michelle Obama tapes a "Let's Move!" public service announcement with 2013 NBA Champion Miami Heat players LeBron James, left, and Dwyane Wade, in the Map Room of the White House, Jan. 14, 2014. (Official White House Photo by Amanda Lucidon)  This official White House photograph is being made available only for publication by news organizations and/or for personal use printing by the subject(s) of the photograph. The photograph may not be manipulated in any way and may not be used in commercial or political materials, advertisements, emails, products, promotions that in any way suggests approval or endorsement of the President, the First Family, or the White House.

კლივლენდ კავალიერსი (2014 – დღემდე)

 2014 წლის 1 ივლისს ჯეიმსმა გაწყვიტა კონტრაქტი და გახდა თავისუფალი აგენტი.
2014 წლის 12 ივლისს ჯეიმსმა გააფორმა კონტრაქტი „კლივლენდ კავალიერს“-თან 42,1 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით და პუნქტით საჭიროების შემთხვევაში გაეწყვიტა კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ. იმავე ზაფხულს გუნდს მინესოტიდან შეუერთდა კევინ ლავი, რამაც შესაძლებელი გახადა კლივლენდში გაჩენილიყო ახალი დიდი ტრიო:
(ლებრონი-ირვინგი-ლავი). ამის გარდა მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა დევიდ ბლატმა, რომელსაც უკვე მიღწეული ჰქონდა დიდი წარმატებისთვის საერთაშორისო  ასპარეზზე, მაგრამ არ გააჩნდა NBA-ს გუნდთან მუშაობის გამოცდილება.

2014/15 წლის სეზონის დასაწყისი „კავალიერსი“-ს-თვის აღმოჩნდა წარუმატებელი – მოიპოვა რა 5 გამარჯვება და 7 წაგება. შემდეგ ნოემბრის ბოლოდან 11 დეკემბრის ჩათვლით გუნდმა მოიპოვა 8 ზედიზედ გამარჯვება. დეკემბერში გუნდს ისევ ცუდი პერიოდი დაუდგა. 2 იანვარს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა რომ ჯეიმს ჰქონდა პრობლემები მარცხენა მუხლისა და ზურგის ქვედა ნაწილის. გამოსაჯანმრთელებლად შემუშავებულ იქმნა სპეციალური კურსი და ლებრონი 2 კვირის განმავლობაში არ იღებდა მონაწილეობას რეგულარული ჩემპიონატის თამაშებში.

lebron_james_and_gorgui_dieng

2015 წლის 5 იანვარს, „კლივლენდი“ სამმაგი გაცვლის მეშვეობით გაძლიერდა „ნიუ-იორკი“-ელი იმამ შამპერტომით და ჯეი სმიტით, ნაცვლად მცველისა დიონ ვაიტერსი, რომელიც „ოკლაჰომა სიტი ტანდერსი“-ს მოთამაშე გახდა. „ნიუ-იორკ“-ში გადავიდნენ ლუ ამუნდსონი, ალეკს კირკი და 2019 წლის მეორე რაუნდის დრაფტის პიკის უფლება, ასევე ლენ ტომასი „ოკლაჰომა სიტი“-დან. შემდეგ , 2015 წლის 1 იანვარს „კლივლენდ“-ს მოჰყავს რუსი ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი და ასევე მოიპოვა 2015 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი „დენვერ ნაგეტს“-ისგან, სანცვლოდ დათმობილ იქნა „კავალიერსი“-ს კუთვნილი 2015 წლის პირველი რაუნდის 2 დაცული პიკი, რომლებიც მიღებული ქონდა „ოკლაჰომი“-სგან და „მემფისი“-სგან.

15 იანვრისგან მოყოლებული „კლივლენდი“იმარჯვებს 34 თამაშში, მხოლოდ 9 წაგებით.
5 წლის განმავლობაში პირველად გუნდი ახერხებს ფლეი-ოფში გასვლას, ჩემპიონატს კი ასრულებს 53 მოგებითა და 29 დამარცხებით.
ლებრონის სეზონის განმავლობაში საშუალოდ ერთ თამაშში აგროვებს 25,3 ქულას – 6 მოხსნას და 7,4 გადაცემას.
„კლივლენდი“ იმარჯვებს ცენტრალურ დივიზიონში და იკავებს მეორე ადგილს აღმოსავლეთ კონფერენციაში, უთმობს რა პირველ ადგილს „ატლანტა ჰოკს“-ს.

1-ლი რაუნდის გასავარდნ თამაშებზე „კავალიერსი“ დამაჯერებლად ამარცხებს „ბოსტონ სელტიკს“-ს (4-0), მაგრამ სერიის მიმდინარეობისას მხრის ტრავმას ღებულობს კევინ ლავი, შემდეგ „კავალიერსი“ მიჯრით ამარცხებს „ჩიკაგო“-ს (4-2), „ატლანტა“-ს (4-0) და მეორეჯერ ისტორიაში ხდება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი და გადის NBA-ს ჩემპიონატის ფინალში.
„გოლდენ სთეით ვორიორზ“-თან პირველ ფინალურ თამაშზე კაირი ირვინგს მარცხენა მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა და თამაშის გაგრძელება ვეგარ შეძლო. ემ-ერ-ტემ კაირის მარცხენა მუხლის თავის მოტეხილობა გამოავლინა. შესაბამისად ირვინგმა დარჩენილი ფინალური თამაშები გამოტოვა. ხოლო „კავალიერსი“ „ვორიორზ“-თან დამარცხდა 6 თამაშში.
ფლაი-ოფის ფინალური სერიების მიხედვით ლებრონი გახდა 1-ლი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელიც გახდა ლიდერი ყველა კომპონენტში მოედანზე გამოსულ კალათბურთელებს შორის ქულის, მოხსნასა და გადაცემებში.
საშუალო სტატისტიკა ლებრონისა ფინალში „გოლდენ სთეით“-თან(2-4)  დაპირისპირებისას გახლდათ – 35,8 ქულა -13,3 მოხსნა და 8,8 გადაცემა.

2015 წლის 29 ივნისს ლებრონმა გამოიყენა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი და ხელმძღვანელობას აცნობა რომ ისევ თავისუფალ აგენტად გახდომას აპირებდა, თუმცა არ განიხილავდა რომელიმე სხვა კლუბთან შეხვედრას. მისი მიზანი გახლდათ „კავალიერს“-თან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

შედეგად ლებრონმა 10 ივლისს გააფორმა 1+1 კონტრაქტი 46,9 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით და ისევ ბოლო სეზონი მოთამაშეს არჩევანის საშუალების შესაძლებლობით.

19 ივლისს ლებრონმა „კლივლენდი“ მიიყვანა გუნდის ისტორიაში პირველ ჩემპიონობამდე. ფინალურ სერიაში დამარცხებულ იქნა
„გოლდენ სთეითი“ ანგარიშით 4-3. წარმოუდგენელი შედეგი, თუ გავითვალისწინებით რომ კლივლენდი მარცხდებოდა ანგარიშით 1-3.
ჩემპიონატის ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა ასეთი რამ, ასეთი სხვაობის შემდეგ რომ გუნდს შემოებრუნებინოს თამაშები თავის სასარგებლოდ.

LeBron and Chris playing violin and singing.
LeBron and Chris playing violin and singing.

პირადი რეკორდები

  • 2014 წლის 3 მარტს „შარლოტ ბობკეტს“-თან ჯეიმსი აგროვებს 61 ქულას, რითაც ხდება 22-ე კალათბურთელი რომელმაც გადალახა 60 ქულიანი ზღვარი.
  • 2015 წლის 17 ივნისს ჯეიმსი გახდა პირველი NBA-ს მოთამაშე, რომელიც ფინალური სერიების თამაშების ჯამში გახდა ლიდერი მოედანზე მყოფ კალათბურთელებს შორის მოპოვებული ქულებით, მოხსნებით და გადაცემებით(ასევე განმეორდა მომდევნო 2016 წელს გოლდენ სთეითთან). საშუალო მაჩვენებელი ჯეიმსის „გოლდენ სთეით“-თან ფინალურ თამაშში დაპირისპირებისას – 35, 8 ქულა – 13,3 მოხსნა და 8,8 გადაცემა.
  • ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც დააგროვა 25 000,
    24 000, 20 000, 15 000, 10 000 ქულა.
  • 2015 წლის 25 თებერვალს ჯეიმსმა NBA-ს რეკორდი დაამყარა ფორვარდების მიმართ გაკეთებული გადაცემების რაოდენობით.
    MVP-ს ოთხგზის მფლობელის ანგარიშზეა 6142 გადაცემა.
  • მაიკლ ჯორდანის შემდეგ გახდა მეორე, ვინც გააკეთა სამმაგი-დაბლი 2011 წლის ყველა ვარსკლავის თამაშზე.
  • ყველაზე ახალგაზრდა MVP ყველა ვარსკლავის თამაშზე (21 წლის და 51 დღის).
  • 2016 წლის 15 იანვარი. ESPN-ს ექსპერტებმა ხანგრძლივი ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ამოირჩიეს NBA-ს 100 საუკეთესო კალათბურთელი. ჟურნალისტები აფასებდნენ თამაშის ხარისხს, რომელსაც აჩვენებდნენ კალათბურთელები ფორმის პიკში ყოფნის დროს და კარიერის ფასეულობას. მას შემდეგ რაც დასახელდა 10 საუკეთესო შემტევი და გამთამაშებელი კალათბურთელი, ESPN-მა 10 საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი დაასახელა. სიის სათავეში მოექცა ოთხგზის MVP-ს მფლობელი ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდი“-დან.
  • ლებრონ ჯეიმს ეკუთვნის NBA-ს ფლეი-ოფ-ის 3 რეკორდი ერთად: ის გახლავთ NBA-ს ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც დააგროვა 3000 ქულა, დამყარებული 2012 წლის ფლეი-ოფ-ის დროს, 27 წლის ასაკში. 2014 წელს 29 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რომელმაც დააგროვა 4000 ქულა, ხოლო მომდევნო წელს 30 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რომელმაც მოაგროვა 5000 ქულა.
    ყველა შემთხვევაში დამხობილ იქნა კობი ბრაიანტის რეკორდები.
  • ლებრონ ჯეიმსი გახლავთ NBA-ს ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც მთელი ფლეი-ოფ-ის ისტორიის განმავლობაში გაცდენილია 5000 ქულიან, 1500 მოხსნასა და 1000 გადაცემის ზღვარს.
  • კარიერის ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში, მას გააჩნია
    „25+6+6+1“-ს მინიმალური ზღვარი. მხოლოდ ლარი ბიორდმა და მაიკლ ჯორდანმა მოახერხეს ამის გაკეთება ერთ ჯერზე მეტად –
    4 და 3 სეზონის განმავლობაში შესაბამისად.
  • ლებრონის აქტივში არის 37 დაპირისპირება სადაც ის გახლდათ ლიდერი ყველა მაჩვენებელში, ნოქაუთ-რაუნდში და ეს არის
    NBA-ს ისტორიის აბსოლუტური რეკორდი. მეორე პოზიციაზეა ლარი ბიორდი – 13 თამაშით.
  • ჯეიმს ეკუთვნის ყველაზე მეტი რაოდენობა „კვირის საუკეთესო მოთამაშე“ – 52.
  • 2016 წლის 20 მაისს ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა 13 სამმაგი-დაბლი მინიმუმ მოპოვებული 20 ქულით ანგარიშზე, რითაც მეჯიკ ჯონსონის რეკორდი მოხსნა(12). ეს გახლავთ ახალი რეკორდი ლიგის ისტორიაში. ასევე ეს სამმაგი-დაბლი ლებრონისთვის გახდა მე-15 NBA-ს ფლეი-ოფ-ში. ეს გახლავთ მე-2 მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში, პირველზე იმყოფება მეჯიქ ჯონსონი(30).
  • ლებრონ ჯეიმსი – ერთადერთი კალათბურთელი ისტორიაში, რომელიც შედის ყველა ათეულში დაგროვილი ქულებით, ჩაჭრებით, გადაცემებით. მოხსნებით და სამქულიანებით ფლეი-ოფ-ის თამაშებში.
  • 2016 წლის 14 ივნისს NBA-ს მე-5 ფინალურ თამაშში, ლებრონის და ირვინგის დუეტი გახდა NBA-ს პირველი დუეტი, სადაც თანაგუნდელებმა მოიპოვეს 40+ ქულა.
    ლებრონი 41 ქულა.
    კაირი ირვინგი – 41 ქულა.
  • ლებრონ ჯეიმსი გახლავთ პირველი კალათბურთელი 2001 წლიდან შაკილ ო’ნილის შემდეგ, რომელმაც მოახერხა მოეგროვებინა 40+ ქულა, 15+ მოხსნა და 5+ შედეგიანი გადაცემა NBA-ს ფინალურ თამაშზე.
  • ყველაზე მეტი თამაში ფინალში 40+ ქულით და 10+ გადაცემით
    (3 თამაში).
  • 2016 წლის 20 ივნისს ლებრონ ჯეიმსმა განახორციელა პირველი და უკანასკნელი 1988 წლიდან მოყოლებული სამმაგი-დაბლი NBA-ს მე-7 ფინალურ თამაშზე(ჯეიმს უორტი), ასევე ეს სამმაგი-დაბლი მისთვის გახდა მე-7 NBA-ს ფინალში, ეს გახლავთ ისტორიაში მე-2 მაჩვენებელი (მეჯიქ ჯონსონი – 8).
  • ლებრონ ჯეიმსი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი გახლავთ ერთადერთი მოთამაშეები NBA-ს ისტორიაში, რომელთაც მოიპოვეს MVP რამოდენიმე გუნდთან ერთად.
  • პირველი ადამიანი NBA-ს ისტორიაში, რომელიც ფინალური სერიის შედეგებით ლიდერობს 5 ძირითად მაჩვენებლებში:
    ქულა, მოხსნა, გადაცემა, ჩაჭრა და ბლოქ-შოთი.

 

პირადი ცხოვრება

ლებრონი სკოლის მაღალი კლასიდან მოყოლებული ურთიერთობაში გახლდათ სავანა ბრინსონთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2012 წლის დასასრულს და ლებრონის 27-ე დაბადების დღეზე ისინი დაინიშნენ. ქორწილი შედგა 2013 წლის 14 სექტემბერს სან-დიეგოში. კერძო წვეულებას დაესწრო დაახლოებით 200 სტუმარი.

სტატისტიკა

lebron-james-wikipedia-the-free-encyclopedia-1

lebron-james-wikipedia-the-free-encyclopedia-2

კომენტარი