შავი ქლიავი შოკოლადში- სასარგებლო დესერტი, რომელიც ყველას მოეწონება!

330

ეს უგემრიელესი დესერტი ყველას მოეწონება!

ინგრედიენტები:
– 200 გ შავი ქლიავი
– 50 გ გარგარის ჩირი (კურაგა)
– 50 გ ქიშმიში
– 50 გ ნიგოზი
– 1 ს/კ თაფლი
– 2 ს/კ ლიმონის წვენი
– 100 გ შავი შოკოლადი

მომზადება:
– გარგარის ჩირი, ქიშმიში და შავი ქლიავი ბლენდერში დააქუცმაცეთ, ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

– დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი, მასას კარგად მოურიეთ.

– მასისგან ბურთულები გააკეთეთ. ყოველი ბურთულის ცენტრში ნიგოზი მოათავსეთ.

– დესერტი ფოლგაზე გადაიტანეთ და ბურთულებს გამლღვარი შოკოლადი დაასხით.

– ჩადეთ დესერტი მაცივარში 8-10 საათით. გემრიელად მიირთვით!

კომენტარი