იცოდით, რომ ინტელექტი დედისგან ბავშვს გენეტიკურად გადაეცემა?

381

ჭკვიანმა ადამიანებმა მადლობა უნდა გადაუხადონ დედას, რადგან მან „აჩუქა“ საკუთარ შვილს ინტელექტი. ასე რომ , გენდერული სტერეოტიპი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, სავალდებულოა გაქრეს. როგორც აღმოჩნდა, დედის გენები არიან პასუხისმგებელნი ტვინის ქერქის განვითარებაზე, ხოლო მამისგან შვილი იღებს ლიმბური სისტემის (თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევას, ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას) განვითარებას.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დედისგან თქვენ გერგოთ ინტელექტი, ხოლო მამისგან -მისი ტიპიური ემოციური მდგომარეობა. მეტიც, მკვლევარებმა აღმოაჩინეს,  რომ ადამიანები მემკვიდრეობით იღებენ ინტელექტს დედისგან, რადგან ინტელექტის გენები განლაგებულია X ქრომოსომაზე.

მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც:

ულმას უნივერსიტეტის (გერმანია) კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებში, გენი ერთადერთი მიზეზი არ არის. ამაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.

მთავრი დამატებითი ფაქტორი-დედასთან მიჯაჭვულობაა, განსაკუთრებით ორი წლის ასაკში. ბავშვები, რომლებიც ხშირად თამაშობენ დედასთან რთულ თამაშებს, მაგალითად, სიმბოლოების ამოცნობა და სხვა, იზრდებიან მეტად ჭკვიანები, ვიდრე მათი თანატოლები.

მეორე ფაქტორი-სიყვარული. თუ ბავშვის ემოციური მოთხოვნილება სრულიად დაკმაყოფილებულია 13 წლის ასაკამდე, მათ ჰიპოკამპაში ჩამოყალიბებულია 10%-ით მეტი უჯრედი, ვიდრე, იმ ბავშვებში, რომლებიც ემოციურად დაშორებულნი იყვნენ დედას.

თანამედროვე მკვლევარების თქმით, გენეტიკაზე დამოკიდებულია ინტელექტის 40-60%, ხოლო დანარჩენზე დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები.

და კიდევ ერთი: მაშინაც კი, თუ ბავშვი ბუნებამ ნიჭით დააჯილდოვა, მას აუცილებლად სჭირდება ყოველ ეტაპზე განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად მისი ინტელექტისა, ზრდასთან ერთად ყველა თანდაყოლილ დადებით თვისებას დაკარგავს.

კომენტარი