კატლეტების შესანიშნავი ალტერნატივა- გემრიელი კერძის მარტივი რეცეპტი!

385

ეს უგემრიელესი კერძი შესაძლებელია იყოს კატლეტების შესანიშნავი ალტერნატივა. მას ამზადებენ ხორცის ფარშისგან, კერძი ძალიან ნოყიერია.

ინგრედიენტები:
– 250 გ საქონლის ფარში
– 250 გ ქათმის ფარში
– 1 ც. სტაფილო
– 1 ც. ხახვი
– 2 კვერცხი
– 30 გ მაიონეზი
– 30 მლ მზესუმზირის ზეთი
– 30 გ საფანელი
– 2 გ ბაზილიკი
– 2 გ ქინძი
– მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:
– სტაფილო და ხახვი დააქუცმაცეთ და შეწვით ტაფაში. შეურიეთ ერთმანეთს ქათმის და საქონლის ფარში, დაამატეთ ქინძი და ბაზილიკი, მარილი და პილპილი.

– შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი, საფანელი, მაიონეზი და მასა ფარშს დაუმატეთ. შეურიეთ ერთმანეთს შემწვარი ხახვი, სტაფილო და ფარშის ნარევი. მასას კარგად მოურიეთ და ფოლგაში გაახვიეთ, მას ბატონის ფორმა მიეცით.

– გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში.

კომენტარი