მოამზადეთ უგემრიელესი სკუმბრია ღუმელში- საიდუმლო არომატულ მარინადშია!

590

სკუმბრია არის სასარგებლო და გემრიელი თევზი, ამ რეცეპტით მომზადებული კერძი კი, ყველას მოეწონება!

თქვენ დაგჭირდებათ:
– 2 ც. სკუმბრია
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩ/კ პაპრიკა
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– ორეგანო, მარილი გემოვნებით

მომზადება:
– მოამზადეთ მარინადი: ზეითუნის ზეთს დაუმატეთ მარილი, პაპრიკა, ორეგანო და დაჭყლეტილი ნიორი.
– თევზს ფხები მოაშორეთ და დაჭერით. წაუსვით მას მარინადი და 20-30 წუთით დატოვეთ.
– ჟარონაზე საცხობი ქაღალდი, ან ფოლგა დააფინეთ და მასზე თევზი გადაიტანეთ, კანით მაღლა.
– მოამზადეთ თევზი 10 წუთის განმავლობაში 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

კომენტარი