როგორ ავირჩიოთ ხალიჩა? სასარგებლო რჩევები ინტერიერის გაფორმებისთვის

143

ბევრს ინტერიერში ხალიჩები არ მოსწონს, მაგრამ თანამედროვე დიზაინერების თქმით, ამ დეტალს მყუდრო ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.

მკვეთრი ფერის ხალიჩა ინტერიერში ყოველთვის აქტუალურია- ის ქმნის საჭირო განწყობას.

თუ სტუმრები ხშირად გყავთ, აირჩიეთ ყვითელი, ან მწვანე ფერის ხალიჩები, ისინი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. თუ უფრო მშვიდი ატმოსფეროს შექმნა გსურთ, აირჩიეთ ლურჯი ფერის ხალიჩა. აღმოსავლური ინტერიერი “გთავაზობთ” იასამნისფერ, ყავისფერ, ოქროსფერ ხალიჩებს.

თუ ღია ფერის იატაკი გაქვთ, აირჩიეთ მუქი ფერის ხალიჩა.

ხალიჩის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ინტერიერის სხვა დეტალებსაც, მაგალითად; დივანის, ფარდების, მაგიდის ფერს.

თუ თქვენი ბინის ინტერიერი კლასიკურ სტილშია შესრულებული, აირჩიეთ მრგვალი ფორმის ხალიჩა.

თუ გსურთ ინტერიერი უფრო მკაცრი იყოს, აირჩიეთ ოთხკუთხედის ფორმის ხალიჩა.

თუ ოთახის ფართობი დიდი არ არის აირჩიეთ პატარა ხალიჩები.

რომბი და ზიგზაგი სივრცეს უფრო დინამიურს ხდის, ხაზები ოთახის ზომას ვიზუალურად უფრო დიდს ხდიან, ხოლო კონტრასტები ყურადღებას იქცევენ.

კომენტარი