კიბორჩხალის ჩხირებისგან დამზადებული რულეტი

97

ინგრედიენტები:

კრაბის ჩხირები-200 გრ.

კვერცხი-5 ცალი;

რძე-3 ს.კ.

ფქვილი-5 ს.კ.

კამა-საშუალო ზომის კონა;

მარილი-გემოვნებით;

მცენარეული ზეთი.

გულსართისთვის:

მდნარი ყველი-3 კოლოფი;

კრაბის ჩხირები-100 გრ.

მოხარშული კვერცხი-3 ცალი;

ნიორი-6 კბილი;

კამა-გემოვნებით;

მაიონეზი ან არაჟანი-გემოვნებით.

მომზადების წესი:

5 კვერცხი გატეხეთ ჯამში, ხოლო 3 მოხარშეთ. მას დაუმატეთ რძე, მარილი, ფქვილი და  მიქსერით ათქვიფეთ.

კრაბის ჩხირები დააქუცმაცეთ , დაუმატეთ მიქსერით ათქვეფილ მასას და კარგად მოურიეთ.

კამა წვრილად დაჭერით და ისიც დაამატეთ  ნარევს.

ცეცხლგამძლე ჭურჭელს წაუსვით მცენარეული ზეთი. გამზადებული ცომი თანაბრად გაშალეთ და გაასწორეთ კოვზით.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთს განმავლობაში.

მომაზადეთ რულეტის გულსართი: გახეხეთ 3 კვერცხი, 6 ნიორი, 100 გრ. კიბორჩხალის ჩხირი და დაუმატეთ მდნარი ყველი. კამა დაჭერით წვრილად. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში  აურიეთ, მოაყარეთ გემოვნებით მარილი და გააზავეთ მაიონეზით ან არაჟნით.

გამომცხვარ ცომს დააცადეთ გაგრილება,  გულსარათი გადაიტანეთ ცომზე და თანაბრად  გაანაწილეთ, ხოლო შემდეგ გადაახვიდეთ რულეტი.

რულეტს შემოახვიეთ ფოლგა ან სამზარეულოს პარკი და მოათავსეთ მაცივარში რამდნეიმე საათის განმავლობაში (საუკეთესოა მთელი ღამით).

გამზადებული რულეტი დაჭერით, გადაიტანეთ თეფშებზე  და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი