ხილის რულეტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება

234

ინგრედიენტები:

ხაჭო-200 გრ.

არაჟანი-1 ს.კ.

სახარინი-2 ჩ.კ.

სეზამის მარცვლები-2 ს.კ.

ბანანი-1 ცალი;

კივი-1 ცალი;

ნიგოზი ან ნუში-8 ლებანი;

შოკოლადი-100 გრ.

შაქრის პუდრა-1 ს.კ.

მომზადების წესი:

ხაჭო გაატარეთ საცერში, რათა მიიღოთ ერთი მასა. დაუმატეთ არაჟანი, სახარინი და კარგად გადაურიეთ.

სუშის ბამბუკის საფენზე გადააფარეთ საცხობი ქაღალდი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, კოვზით თანაბრად გადაანაწილეთ ხაჭოს მასა.

ხილი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და გადაანაწილეთ ხაჭოს მასაზე . რულეტი გადაახვიეთ და მოათავსეთ მაცივარში 30-40 წუთის განმავლობაში.

გამზადებული რულეტი დასველებული, ბასრი დანით დაჭერით. სუფრასთან მიტანამდე გააფორმეთ წვრილად დაჭრილი ნიგვზით, გახეხილი შოკოლადით და მოაყარეთ მცირე რაოდენობით შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი