როგორ დავუბრუნოთ ფარდას სიქათქათე და ვებრძოლოთ მოყვითალო ფერს?

685

თეთრი ფარდების გარეცხვა არც ისე მარტივია, როგორც ბევრს ჰგონია. ქსოვილი უსიამოვნო მოყვითალო ფერს იღებს და მისი მოშორება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

როგორ გავრეცხოთ დელიკატური ქსოვილი?

იმისთვის, რომ ქსოვილმა თეთრი ფერი არ დაკარგოს, პირველ რიგში ყურადღება წყლის ტემპერატურას მიაქციეთ. ქსოვილი თბილ წყალში (დაახლოებით 30-35 გრადუსი) დაასველეთ.

ამის შემდეგ, ჯამში დაამატეთ მარილის ნახევარი კილოგრამი. ფარდა ამ ნარევში 90 წუთით დატოვეთ. მარილიანი წყალი რთულად ამოსაყვან ლაქებსაც გაუმკლავდება და ფარდას იდეალურად გაასუფთავებს. ამ პროცედურის შემდეგ ქსოვილს წყალი გადაავლეთ, არ გამოიყენოთ ცხელი წყალი!

ახლა კი, ქსოვილი თხევადი საშუალებით სინთეტური ქსოვილებისთვის გარეცხეთ.

იმისთვის, რომ ფარდას ბზინვარება დაუბრუნოთ წყალში ძმარი დაამატეთ (1 ს/კ 1 ლიტრზე).

კომენტარი