მან მამაკაცის ფეხსაცმელი სოდაში ჩადო და… ნამდვილი ზღაპარია!

337

ახალი წლის ღამეს გულის სიღრმეში ყველა საოცრებას ელოდება. განსაკუთრებით, ეს ბავშვებს ეხება…

იმისთვის, რომ ახალი წელი თქვენი პატარებისთვის ნამდვილ ზღაპრად გადააქციოთ, ეს იდეა გამოიყენეთ. ბავშვი დარწმუნებული იქნება, რომ საჩუქრები მას თოვლის ბაბუამ მოუტანა.

თქვენ დაგჭირდებათ:
– სოდა
– ბრჭყვიალები
– წყალი
– მამაკაცის ფეხსაცმელი

დიდი ზომის ჭურჭელში (მაგალითად ჯამში) სოდა ჩაყარეთ.

სოდას ბრჭყვიალები მოაყარეთ და მოურიეთ.

სუფთა და მშრალ მამაკაცის ფეხსაცმელს ცოტა წყალი მიასხურეთ.

შემდეგ, ფეხსაცმელი სოდაში ჩადეთ და დატოვეთ კვალი ფანჯრიდან, ან კარიდან ნაძვის ხემდე.

კომენტარი