ამ ხრიკების დახმარებით, საკუთარ ცხოვრებას გაიმარტივებთ- სასარგებლო რჩევები თქვენთვის!

222

ალბათ, სახლის დალაგება არავის უყვარს, მაგრამ ამ ხრიკების დახმარებით საკუთარ ცხოვრებას გაიმარტივებთ.

როგორ გავწმინდოთ ჟარონა?

ჟარონას მარილი მოაყარეთ და ის ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ- მარტივია!

ღუმელის სუფთა კარი

ღუმელის კარს გარედან ზეითუნის ზეთი წაუსვით და ნარჩენები სუფთა ქსოვილით გაწმინდეთ.

სუფთა ჭიქები

თუ ჭიქა მოყვითალო ფერის გახდა, ეს მეთოდი გამოიყენეთ. შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ძმარი (პროპორცია 1:1). ნარევი ჭიქაში გადაასხით და 1 საათით დატოვეთ. ამ პროცედურის შემდეგ, ჭიქა ღრუბლით გარეცხეთ.

საჭრელი დაფა

ამ ხრიკის დახმარებით, ხის საჭრელ დაფას გაწმენდთ. დაფაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, მას დიდი რაოდენობით მარილი მოაყარეთ და დაფა 1 წუთის განმავლობაში დააუთოვეთ.

სუფთა ღრუბლები

პლასტმასის კონტეინერში შეურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ მარილი და 2 ს/კ ცხელი წყალი. ღრუბლები ამ ხსნარში მთელი ღამით დატოვეთ.

სუფთა ნიჟარა

თუ ნიჟარას ლიმონით და მარილით გაწმენდთ, ის ახალივით იქნება.

ცხიმი ტაფაზე

ტაფას ცოტა მარილი მოაყარეთ, წყალი დაასხით და 15 წუთით დატოვეთ. ახლა ცხიმის მოშორება მარტივი იქნება.

ბოკალები

ბოკალების გარეცხვისას ძმარი გამოიყენეთ. პროცედურის შემდეგ ჭიქები კარგად გარეცხეთ წყლით.

კომენტარი