2 სასარგებლო  ხერხი, რის შემდეგაც  ბრინჯის მარცვლები აღარ დაიშლება. მეორე უბრალოდ აღმოჩენაა

504

დიასახლისების უმეტესობას არ უყვარს ბრიჯისგან კერძების მომზადება, რადგან  ხარშვისას მარცვლები  ერთმანეთში ხშირად იზილება. ჩვენ გაგანდობთ რამდენიმე ხერხს, რისი დახმარებითაც მოხარშული ბრინჯი იდეალური გამოვა.

1.ბრინჯი მომზადებამდე დაასველეთ

თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ ბრიჯი გაღივდება და მომზადებისას ნაკლებ სახამებელს გამოყოფს. ბრინჯს  დაასხათ ცივი წყალი (წყალი მას ორი თითის სიმაღლეზე უნდა ფარავდეს) და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.

1

შემდეგ გადაღვარეთ ცივი  წყალი, ქვაბში დაადნეთ 50 გრ. კარაქი და ჩაასხით ბრინჯის რაოდენობის მდუღარე წყალი (1:1).

2

ასევე დაამატეთ 0,5 ჩ.კ. მარილი და მოურიეთ. მოათავსეთ ბრინჯი ქვაბში, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 15 წუთი. როცა წყალი ბოლომდე აორთქლდება გაზქურა  გამორთეთ.  ბრინჯი ქვაბში  დატოვეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.

3

2.შეწვით ბრინჯი

ბრინჯი გარეცხეთ, გადაიტანეთ თუშფალანგზე და დააცადეთ გაშრობა.

4

ქვაბში ჩაასხით 2 ს.კ. მცენარეული ზეთი. მოათავსეთ ის ცეცხლზე, ჩაყარეთ ბრინჯი და შეწვით 5-10 წუთის განმავლობაში.  ამ დროს ბრინჯს მუდმივად ურიეთ. შეწვით იმ დრომდე, სანამ კრემისფერი მასა თეთრი არ გახდება.

5

შემწვარი ბრინჯს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი, კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი არ აორთქლება. ამ პერიოდში შეიძლება ბრინჯს მოურიოთ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.

კომენტარი