რა ასაკიდან არის ბავშვისთვის აუცილებელი ხორცის და თევზის მიცემა?

186

ბავშვი ძალიან სწრაფად ვითარდება. მას შემდეგ რაც მის საკვებ რაციონში შესაძლებელია პროდუქტების დამატება, პირველ ყოვლისა გამოიყენება ხილი და ბოსტნეული, რომელიც უნდა დაუმატოთ მარცვლეულში.

ხორცი და თევზი პატარას 7-8 თვის ასაკიდან მიეცით. ბავშვისთვის აუცილებელია ცხოველური ცილების მიღება, რომელიც შეიცავს სასარგებლო მინერალებს და ვიტამინებს. ეს ეხმარება სწორ ზრდასა და განვითარებაში.

ხორცი უნდა დაამატოთ იმ პროდუქტში, რომელსაც ბავშვი მანამდე ჭამდა.  ეს უნდა იყოს საკვები, რომელიც ორგანიზმში მარტივად გადამუშავდება- ქათმის ან ხბოს უცხიმო ხორცი.  ძეხვეული და შებოლილი პროდუქტი ბავშვისთვის არ შეიძლება.

პატარასთვის თევზის მიცემა ერთი წლის  ან 11-12 თვის ასაკში შეიძლება. ამ პროდუქტის მონელება არც ისე მარტივია, როგორც ხორცის. ბავშვისთვის მისი მიცემა კვირაში მხოლოდ 2-ჯერ შეიძლება.

კომენტარი