ალადები ბებიების რეცეპტით (ეს მარტივია)

1797

ინგრედიენტები:

კვერცხი-2 ცალი;

კეფირი- 1 ჭიქა.

ფქვილი- დაახლოებით 220-250 გრ.

სოდა- ½ ჩაის კოვზი;

ვანილის ფხვნილი- 1 სავსე ჩაის კოვზი;

შაქარი- 3 სუფრის კოვზი;

რაფინირებული მცენარეული ზეთი- 3-4 სუფრის კოვზი გასარევად და იგივე რაოდენობა ტაფაზე წასასმელად.

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი და აურიოთ შემდეგ ინგრედიენტებს: მარილი, სოდა, შაქარი.

გავტეხოთ კვერცხი და აურიოთ ზეთს და კეფირს.

გავაგრძელოთ თქვეფა და ვამატოთ ფქვილი. ზედაპირზე გაჩნდება ჰაერის ბუშტუკები. გაზქურაზე გავაცხელოთ ტაფა და წაუსვათ ზეთი. ბლინი მშრალი არ იქნება, რადგან ზეთი ცომშიც არის. ცომს ვასხამთ ტაფაზე სუფრის კოვზით ისე, რომ ფორმები მიიღოს. რამდენიმე წუთში ბლინს გადავატრიალებთ.
გემრიელად მიირთვით!

კომენტარი