პოლიციამ დაიჭირა მტრედი, რომელსაც ზურგჩანთით ნარკოტიკი გადაჰქონდა

103

მსგავს ისტორია ალბათ იშვიათად ან ამ დრომდე არ გსმენიათ: ფოსტის მტრედი ქუვეითის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. ფრინველს ზურგზე სპეციალურად მის ზომაზე შეკერილი ჩანთა ეკიდა, სადაც 178 ცალი ნარკოტიკული აბი აღმოაჩინეს.

სხვადახვა ინფორმაციით, ეს იყო ექსტაზი ან კეტამინი.

mtredi2

ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის: როგორ დაიჭირეს ქუვეითის საბაჟოს თანამშრომლებმა მტრედი?

„კონტრაბანდისტი“ ფრინველი სამართალდამცველებს გადაეცათ, რომლებიც პატრონის ვინაობის დადგენას შეეცდებიან.

კომენტარი