უგემრიელესი ტორტი „ფერერო როშე“

399

ამ ტორტს შეიძლება „სამეფო ტორტიც“ უწოდოთ. ის გაალამაზებს  სადღესასწაულო სუფრას და  სტუმრები აუცილებლად მოგთხოვენ მის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

კვერცხი-5 ცალი;

შაქარი- 100 გრ.

მიწის თხილი- 100 გრ.

კაკაო- 40 გრ.

გამაფხვიერებელი- 1 პატარა ჭიქა;

კარაქი- 200 გრ.

შოკოლადის ფილა- 1 ცალი;

შოკოლადის კრემი ნუტელა- 100 გრ.

ვაფლი- 250 გრ.

კანფეტი „ფერერო როშე“- 10 ცალი.

მომზადების წესი:

1.კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე.

2.ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებლი აურიეთ ერთმანეთში.

3.მიწისთხილი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ფქვილის ნარევს.

4.მიწისთხილის და ფქვილის მშრალი  ნარევი ძალიან ნელა დაამატეთ ათქვეფილ კვერცხს და კარგად მოურიეთ.

5.მიღებული თხელი ცომი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

6. კარაქი ათქვიფეთ ნუტელასთან ერთად, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კარგად მოურიეთ.

7.ვაფლის ნაჭრები წვრილად გატეხეთ.

8.გამომცხვარი ბისკვიტი შუაში გაჭერით რამდენიმე ფენად და ყოველ ფენას გადაუსვით კრემი და მოაყარეთ ვაფლის ნატეხები.

9.მომზადებული ტორტი გააფორმეთ „ფერერო როშეს“ კანფეტებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ დაქუცმაცებული ნიგოზი.

ტორტი სუფრასთან მიტანამდე 2 საათი მოათავსეთ მაცივარში.

კომენტარი