როგორ გავწმინდოთ ტაფა  რთულად მოსაშორებელი ჭუჭყისგან,  სულ რაღაც 2 წუთში

303

ყველა დიასახლისმა იცის, თუ რა რთულია ქვაბის ან ტაფის გაწმენდა ჩამჯდარი ჭუჭყისგან, თუმცა რა სასიამოვნოა, როდესაც ჭურჭელი ახალივით გამოიყურება და ბზინავს.

ამიტომ, ბევრი ეძებს ეფექტურ საშუალებას, რომელიც არ მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას. მათ შორის,  ხალხური მეთოდით მომზადებული ნარევი ბევრად ეფექტურია, ვიდრე მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ძვირადღირებული საშუალებები.

ეს კი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მარტივად უმკლავდება ჭურჭელზე არსებულ ნადებს და მისი გამოყენების შემდეგ ნადების კვალიც კი არ რჩება:

იმისათვის, რომ ტაფა ან ქვაბი მარტივად გაწმინდოთ, დაგჭირდებათ საკვები სოდა და მოზრდილი კარტოფილი.

კარტოფილი გაჭერით შუაზე, როგორც ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი ამოავლეთ სოდაში და გაწმინდეთ ტაფა ან ქვაბი. უდავოა, ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა ეფექტს სწრაფადვე შეამჩნევთ.

შენიშვნა: თუ ჭურჭელზე არსებული ნადები დიდ მონაკვეთზეა, კარტოფილის ნაჭერი  პერიოდულად რამდენჯერმე ამოავლეთ სოდაში და გააგრძელეთ ჭურჭლის წმენდა.

კომენტარი