ღვეზელი ქლიავით- დესერტი, რომლის მომზადება ძალიან მარტივია!

186

ამ დესერტის მომზადება არ გაგიჭირდებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:
– 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 2 კვერცხი
– 1 ჭიქა შაქარი
– 100 მლ რძე
– 100 გ ნაღების კარაქი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
– 7-10 ც. ქლიავი

მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ 2 კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი. ნელ-ნელა დაამატეთ გამლღვარი ნაღების კარაქი. 
2. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის ნარევი და რძე. დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია) და გამაფხვიერებელი. 
3. მულტისახარშ ქვაბს კარაქი წაუსვით, ცომი მასში გადაასხით და მორთეთ ქლიავის ნაჭრებით. ჩართეთ რეჟიმი “ცხობა” 1 საათით. უგემრიელესია!

კომენტარი