ტორტი, რომლის გემო ყველას გააოცებს- თითებს ჩაიკვნეტთ!

439

ამ ტორტის მომზადება არც ისე რთულია.

თქვენ დაგჭირდებათ:
– 200 გ ნაღების კარაქი
– 150 გ შაქარი
– 4 კვერცხი
– 80 გ ხორბლის ფქვილი
– 0,25 ჩ/კ მარილი
– 100 გ კაკაო
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 2 ს/კ წყალი
– 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 90 გ შაქრის პუდრა
– 220 გ რძის ფხვნილი
– 400 გ ნაღების ყველი
– 300 მლ ყავა ესპრესო
– 100 მლ ნაღების ლიქიორი
– 10 ც. ბისკვიტის ორცხობილა

მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ 4 კვერცხი, შაქარი და მარილი 7 წუთის განმავლობაში. დაამატეთ წყალი და 100 გ კარაქი, მოურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მიღებული ცომი ფორმაში გადაასხით (ფორმას წინასწარ კარაქი წაუსვით) და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 

2. მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ბლენდერით კარაქი და შაქრის პუდრა, დაამატეთ ყველი, რძის ფხვნილი და მასას მოურიეთ. 

3. ორცხობილა ჩადეთ ლიქიორის და ყავის ნარევში. 

4. მზა კორჟი ორ ნაწილად გაჭერით. თეფშზე გადაიტანეთ ერთი კორჟი, კრემის ნაწილი, ორცხობილების ნაწილი- ფენები კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ჩადეთ მზა ტორტი მაცივარში დაახლოებით 5 საათით- უგემრიელესია!

კომენტარი