15 მთავარი ნიშანი, რომ ორგანიზმი დახმარებას გთხოვთ

333

ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია. მასში ერთდროულად წარმოუდგენლად ბევრი პროცესი მიმდინარეობს და თუ პრობლემა ჩნდება, ჩვენ ამას აუცილებლად ვგრძნობთ, თუმცა უმეტესობა ამას უყურადღებოდ ტოვებს.

უკეთესია დასაწყისში ებრძოლო პრობლემას, რადგან გართულების შემთხვევაში მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. და მაინც, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის რას გვანიშნებს ჩვენი სხეული.

კანის სიმშრალე: ორგანიზმი ითხოვს ვიტამინ Е -ს. მის შესავსებად საკვებ რაციონში ჩართეთ ნიგოზი, ცხიმიანი თევზი და კარაქი.

მტვრევადი ფრჩხილები და თმა: ეს სიმპტომები В  ვიტამინის და კალცის ნაკლებობის ნიშანია. მისი შევსება შესაძლებელია ლობიოს და სხვა მარცვლეულის მიღებით.

ღრძილებიდან სისხლდენა: ორგანიზმი გაფრთხილებთ С ვიტამინის ნაკლებობას. მას შეიცავს ხახვი, ნიორი, ბოსტნეული და ხილი.

გაღიზიანება და უძილობა: ამ პრობლემას მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტი იწვევს. ამ მიკროელემენტებს შეიცავს გარგარის ჩირი (კურაგა), ჭარხალი და  შავი ქლიავი.

ღამის უეცარი (მსუბუქი) კრუნჩხვები: ასევე მაგნიუმის და კალიუმის უკმარისობას მიანიშნებს.

ბატის კანი მუხლებზე: ეს C და A ვიტამინის ნაკლებობის გამოკვეთილი სიმპტომია. ეს ვიტამინებით თითქმის ყველა ხილსა და ბოსტნეულშია: სტაფილო, გოგრა, პომიდორი, გარგარი და ა.შ.

მარილიანი საკვების მოთხოვნილება: შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარდსასქესო სისტემას.

ტკბილი საკვების მოთხოვნილება: შესაძლოა ორგანიზმი გამოფიტულია და აუცილებელია დაიხმაროთ გლუკოზა. ამ შემთხვევაში თაფლი და მწარე შოკოლადის მიღება საუკეთესო დამხმარეა, რათა კუჭ- ნაწლავის ტრაქტის პრობლემები არ შეგექმნათ.

უმარილო საკვების მოთხოვნილება: ეს სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს გასტრიტს ან ღვიძლის პრობლემებზე. უმარილო საკვებს შეუძლია მოხსნას სპაზმები და მუცლის შებერილობა.

საკვები გეჩვენებათ მარილიანი: შესაძლოა თქვენ დეპრესიით იტანჯებით.

თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ მზესუმზირას: თქვენს ორგანიზმს  ანტიოქსიდანტები აკლია.

მჟავე საკვების მოთხოვნილება: ორგანიზმი თავად ითხოვს ამ პროდუქტებს, რადგან აუცილებელია ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის სტიმულირება.

ცხარე საკვების მოთხოვნილება: შესაძლოა კუჭ- ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმის მსუბუქად გაწმენდა.

ზღვის პროდუქტების მოთხოვნილება: ორგანიზმში იოდის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ცხარე საკვების მოთხოვნილება: ეს ახდენს საკვების გადამუშავების სტიმულირებას, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, მით უმეტეს, იმ დროს,  თუ შიმშილის შეგრძნება გაქვთ.

კომენტარი