როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს საკვების ნამცეცი ან მცირე ზომის საგანი გადასცდა (ვიდეო ინსტრუქცია)

1005

როდესაც საქმე ბავშვს ეხება მშობლებს სიფრთხილე მართებთ, რადგან პატარები  სხვადახვა ნივთების მიმართ ინტერესის გამოხატვით შეიცნობენ სამყაროს. მაგალითად, ხშირად იდებენ პირში პატარა საგნებს და ამით თავს საფრთხეში იგდებენ. ყველაზე დაკვირვებულ მშობელსაც კი არ შეუძლია სისტემატურად გააკონტროლოს ბავშვი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვმა მცირე ზომის ნივთი გადაყლაპა ან საკვები გადასცდა? დამშვიდდით და მიჰყევით ვიდეო  ინსტრუქციას:

5 იმპულსი ზურგზე, 5 იმპულსი მკერდზე. ასე გააგრძელეთ, სანამ ბავშვი სასუნთქ გზებში მოხვედრილ ნივთს პირიდან არ გადმოაგდებს. თუ პირველი ათი იმპულსი უშედეგო აღმოჩნდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ხოლო შემდეგ გააგრძელეთ იგივე მოქმედება, რათა სასუნთქი გზები არ დაიბლოკოს.

კომენტარი