უჩვეულო სიყვარულის ისტორია: 27 წლის აფრიკელმა მამაკაცმა 72 წლის ინგლისელი ქალბატონი ცოლად მოიყვანა

165

ანჟელა ნვაჩუკვუმ, რომელიც  დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს, 72 წლის ასაკში გადაწყვიტა პირადი ცხოვრების აწყობა და ცოლად გაჰყვა ნიგერიელ სიჯეის, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცს საყვარელ ქალთან ჩასვლა ძალიან გაუჭირდა.

ქალმა 25 000 $-ზე მეტი დახარჯა, რათა მის მეორე ნახევარს ვიზა მიეღო.

„ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა იურისტებზე, რათა სიჯეი ინგლისში გადმომეყვანა,“-ამბობს ანჟელა და ასევე ადასტურებს, რომ ქმარმა მას თანხის ნახევარი დაუბრუნა.

an1

მათი ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ინიციატივა სიჯეიმ გამოიჩინა. 72 წლის ქალი და 27 წლის ახალგაზრდა დიდ დროს უთმობდნენ ერთმანეთს და არაერთ თემაზე საუბრობდნენ. მათ ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.

an4

„მე 6 შვილიშვილი მყავს, სიჯეი უფროს შვილიშვილზე ცოტა პატარაა, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. როცა ის ვიდეო თვალით  პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა,“-ამბობს ანჟელა.

an3an5

გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ნიგერიელმა ხნიერ ქალს ხელის თხოვა, ხოლო 3 თვის შემდეგ ისინი ერთმანეთს პირადად შეხვდნენ და დაქორწინდნენ.

კომენტარი