ბავშვის დედა მშობლებს აფრთხილებს, რომ ახლობლებს ახალშობილის კოცნის ნება არ მისცენ

120

ბავშვის დაბადება- ეს ყოველი ოჯახში ბედნიერი მოვლენაა. ახლობლები მშობლების სიხარულს იზიარებენ და ახალშობილს კოცნით ავსებენ.

კოცნას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და ბავშვს ავნოს. ახალგაზრდა დედა ფრენს-ბელი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, სოციალურ ქსელის მომხმარებლებს საკუთარ გულისტკივილს უზიარებს, იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომა სხვამაც არ დაუშვას.

ba1

ფრენს-ბელის ბავშვი შეეძინა, რომელსაც სიენა დაარქვა, დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ პატარას სახეზე წითელი ლაქები გაუჩნდა. რაც წყლულოვან გამონაყარში გადაიზარდა და დღითიდღე იზრდებოდა. გოგონას ნორმალურად კვებაც კი უჭირდა, რადგან პირთან წარმოქმნილი წყლულები მას ტკივილს აყენებდა.

ba2

ბავშვს კანი სისტემატურად ექავებოდა, რის შედეგადაც სახიდან სისხლი ხშირად სდიოდა.

ექიმები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ რა სჭირდა პატარას. თავიდან ეჭვი გაჩნდა ალერგიულ რეაქციაზე, თუმცა მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა.

რამდენიმე უშედეგო მკურნალობის შემდეგ, ბავშვის დედამ კერძო კლინიკას მიაკითხა. აღმოჩნდა, რომ სიენა ჰერპესის ვირუსით იყო დაავადებული.

ba3

სავარაუდოდ, ბავშვი ამ დაავადებით რომელიმე ოჯახის ახლობელმა კოცნის დროს „დააჯილდოვა“.

ახალშობილს სიცოცხლის პირველ დღეებში იმუნიტეტი არ აქვს, ამიტომ, მის ორგანიზმს ვირუსებთან გამკლავება უჭირს.

ba4

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სიენას დედას სურს გააფრთხილოს მშობლები, რომ ნათესავებს ახალშობილის კოცნის უფლება არ მისცენ.

კომენტარი