5 რჩევა:მარილის გამოყენება თმის და სახის მოვლისთვის… ასევე დაჟეჟილი ადგილების სამკურნალოდ და სტრესის მოსახსნელად

359

გინდათ ყოველთვის ეფექტურად გამოიყურებოდეთ? ამისათვის ჩვეულებრივი სამზარეულოს მარილი დაგეხმარებათ.

არაერთმა ლამაზმანმა იცის, რომ მარილი საუკეთესო დამხმარეა კანის და თმის სილამაზისთვის.

შეიტყვეთ მარილის საიდუმლო თვისებების შესახებ:

თმის მოვლა

თუ თქვენი თმა სწრაფად ცხიმიანდება, შეგიძლიათ სცადოთ მომდევნო ხრიკი: 1 ჩ.კ. მარილი დაუმატეთ ჩვეულებრივ შამპუნს, კარგად შეანჯღრიეთ და დაიბანეთ თავი. თქვენი თმის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. მომავალში დააკვირდით თმის  ცხიმიანობას, რომელიც მარილის დახმარებით აუცილებლად შემცირდება.

თმის მოცულობის გასაზრდელად, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რჩევა: თმის კონდიციონერს დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი, მიღებული ნარევი გაათბეთ და  მისი დახმარებით  თმის ძირები დაიმუშავეთ. ნარევი მთლიან თავზე (თმის ღერების ბოლომდე) გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაიბანეთ. შედეგად თმის ღერის ბოლოები აღარ გაიყოფა და მისი მოცულობაც გაიზრდება.

სახის მოვლის საშუალება

მარილი დაუმატეთ თხევად საპონს ან სახის გამწმენდ კრემს.მიღებული ნარევი ფრთხილად შეიზილეთ სახის კანზე, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა კანს ხელს უწყობს  ტენიანობის შენარჩუნების და მკვდარი უჯრედების მოშორებაში.

ფეხების მოვლა

თუ მთელი დღის განმავლობაში გიწევთ ფეხზე დგომა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფეხების დაღლილობა და ტკივილი.  ამ პრობლემას ეფექტურად მოაგვარებს შემდეგი რეცეპტი:  მარილი აურიეთ ზეითუნის ზეთში და წაისვით ფეხებზე. ნარევი შველის არა მარტო დაღლილობას და ტკივილს, არამედ ეფექტურია კანის სიმშრალის დროს.

სხეულის დაბეჟილი ადგილების მკურნალობა

დალილავებული ადგილები საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურება, იმ დროსაც კი როდესაც ის მოშუშდა, მაგრამ კვალი მაინც ჩანს. ბუნებრივი ფერის დასაბრუნებლად შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ: 2 სუფრის კოვზი მარილი გააზავეთ წყლის რამდენიმე წვეთში და თანაბრად გაინაწილეთ დაშავებულ ადგილზე.

თავის ტკივილი

თუ ცხელ ამინდში ან დამღლელი სამუშაოს შემდეგ თავის ტკივილმა შეგაწუხათ, მიიღეთ მარილის აბაზანა. მარილს შეუძლია მოადუნოს კუნთები და მოგიხსნათ დაძაბულობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილს იწვევს.

კომენტარი