როგორ გავთავისუფლდეთ მუხლის სახსარში დაგროვილი სითხისგან: ამისათვის მარტივად მოსამზადებელი ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ

182

ტრავმამ, დატვირთვამ ან წარუმატებელმა ვარდნამ შესაძლოა მუხლის სახსარში გამოიწვიოს სითხის დაგროვება.

რა სახის ტრავმები იწვევს სითხის დაგროვებას მუხლის მიდამოებში?

1.მოტეხილობა;

2.მყესების დაზიანება ან მენისკი;

3. მუხლის სახსარში სისხლჩაქცევები;

რა სიმპტომები მიანიშნებს სითხის სახსარში დაგროვებას?

1.დაზიანებული სახსრის მოძრაობის გართულება;

2.მუხლის სახსრის ზომაში გაზრდა;

3.სისხლჩაქცევები;

4.ძლიერი ტკივილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი თავს იჩენს პერიოდულად. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან თვითმკურნალობა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა არსებობს ხალხური საშუალება, რომელიც მუხლის სახსარში ტკივილს შეამცირებს.

მომდევნო რეცეპტით მომზადებული სამკურნალო საშუალება არაერთხელ ნაცადი და ეფექტურია.

ინგრედიენტები:

მარილი- 1 ს.კ.

კვერცხის გული- 1 ცალი.

კვერცხის გული და მარილი აურიეთ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ წაისვით ტრავმირებულ მუხლზე და შეიხვიეთ ცელოფანით. სამკურნალო ნარევი გამოცვალეთ ყოველ 2 საათში. შეეცადეთ დღეში 5 პროცედურა ჩაიტაროთ. დღის ბოლოს ეფექტს აუცილებლად შეამჩნევთ.

კომენტარი