ჯანმრთელობის 7 პრობლემა, რომელიც ხელზე აისახება

176

ყურადღებით დააკვირდით საკუთარ ხელებს- შეშუპებული და კოჟრები შესაძლოა გაჩნდეს დატვირთვით და კომპიუტერთან სისტემატური მუშაობით, მაგრამ თუ მსგავსი სიმპტომები ხშირად ჩნდება, ყურადსაღებია: ორგანიზმთან დაკავშირებულ პრობლემები ხელებზე ნათლად ჩანს.

ტკივილი ცერა და საჩვენებელ თითზე

1

საჩვენებელ და შუა თითზე  ტკივილი, მოდუნება და ჩხვლეტის შეგრძნება მოწმობს მაჯის გვირაბის ანუ კარპალური არხის სინდრომს, რომელიც ედება ნერვს და ტკივილის შეგრძნებას იწვევს.

მსგავს პრობლემა ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც მონოტონურ სამუშაოს ასრულებენ-  მუშაობა კლავიატურასთან, პიანინოს დაკვრა და სხვა.

ჭრილობის ნელი შეხორცება

2

ხელზე არსებული ჭრილობა, დაჟეჟილი ადგილი, რომელიც რთულად ხორცდება შესაძლოა დიაბეტზე მიანიშნებდეს. გარდა ამისა, თუ მუდმივად შიმშილის და წყურვილის შეგრძნება გაქვთ, ასევე ხელების და ფეხების დაბუჟება აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შეამოწმოთ ორგანიზმში შაქრის რაოდენობა.

ფერის ცვლილება ხელის თითებზე

3

ხელზე ფერის შეცვლას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს: ყინვაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა- ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მაგრამ თუ ფერის შეცვლას ემატება ქავილი, ტკივილი, თითებზე ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ჩამოთვლილი სიმპტომები ვლინდება ხერხემლის, სახსრების ან კანის დაავადების დროს.

მომატებული ოფლიანობა

4

ნაწილობრივ ხელის გულები ოფლიანდება ბუნებრივი მიზეზებით: ნერვიულობით ან სიცხის დროს, მაგრამ თუ ოფლიანობა ძლიერია და არ არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ხელის გულების  ჰიპერჰიდროზის არსებობაზე.

ფრჩხილების მტვრევადობა

5

წყალთან, სარეცხი საშუალებებთან და სხვა ქიმიურ ნერევებან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა ფრჩხილების მტვრევადობა გამოიწვიოს, მაგრამ ეს პრობლემა ასევე ექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფრჩხილის ფირფიტის სტრატიფიკაცია  აქვს და რომელიც მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვალში მიმდინარე პრობლემებზე, თუმცა ამას უნდა ერთვოდეს სისუსტე, დაღლილობა და სახსრების ტკივილი.

მუდმივად ცივი ხელის გულები

6

ხელის გულების ტემპერატურის ცვალებადობაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ თუ ის უმიზეზოდ იყინება და ამას თან ერთვის კანის ფრის შეცვლაც  მიმართეთ ექიმს. მსგავსი ნიშნები, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლის მომოქცევის და ნერვიული სისტემის პრობლემებთან.

პერიოდული თითების კანკალი

7

ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელის თითების კანკალი, რომელიც უნდა შეწყდეს დასვენების შემდეგ, თუმცა უმიზეზო ხელის კანკალი შესაძლოა ორგანიზმში ვიტამინების ( B1, B6, B12 და  E)  დეფიციტზე მიუთითებდეს.

 

კომენტარი