ხაჭოს დესერტი, რომლის მომზადებისთვის ფქვილი არ დაგჭირდებათ

149

ინგრედიენტები:
– 500 გ ხაჭო
– 100 გ შაქარი
– 50 გ არაჟანი
– 50 გ ნაღების კარაქი
– 5 კვერცხი
– 1 ს/კ მანანის ბურღული
– 10 გ ლიმონის ცედრა
– ქიშმიში გემოვნებით

მომზადების წესი:
1. განაცალკევეთ ერთმანეთისგან 5 კვერცხის გული და ცილა. კვერცხის გულებს 50 გ შაქარი შეურიეთ და მასა კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ასევე რბილი ნაღების კარაქი, ქიშმიში, ცედრა და მანანის ბურღული. ნარევს მოურიეთ, დაამატეთ ხაჭო და მასა კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. 

2. კარგად ათქვიფეთ ცილა, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და მასა ხაჭოს ნარევს შეურიეთ- არ ათქვიფოთ. 

3. ცომი ცხობის ფორმაში გადაასხით (ფორმას წინასწარ კარაქი წაუსვით). შეგიძლიათ არაჟნით სასურველი ორნამენტი “დახატოთ”. გამოაცხვეთ დესერტი 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

კომენტარი