ქათმის ღვიძლი იტალიურად- მარტივი რეცეპტია

408

საჭირო ინგრედიენტები:
– 500 გ ქათმის ღვიძლი
– 150 გ მოცარელა
– 2 კბილი ნიორი
– 2 ც. პომიდორი
– 1 ც. ხახვი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 2 მწიკვი ბეგქონდარა

მომზადების წესი:
1. ქათმის ღვიძლი ტაფაზე, ზეითუნის ზეთში შეწვით. მომზადების პროცესის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი. მზა ღვიძლი ცხობის ფორმაში გადაიტანეთ, დაამატეთ მარილი, შავი პილპილი და ბეგქონდარა. 

2. პომიდორი გაფცქვენით, კუბიკებად დაჭერით და ფორმაში გადაიტანეთ. 

3. მოცარელა გახეხეთ და პომიდორს მოაყარეთ. ფორმა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გადაიტანეთ და გამოაცხვეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში.  

კომენტარი