იოდი და ასპირინი პოდაგრის სამკურნალოდ: 5 ხალხური საშუალება, რომ ფეხის თითზე მომაბეზრებელი წანაზარდისგან გათავისუფლდეთ

2712

ხალხურ მედიცინას თავისი გამოსავალი აქვს, იმისათვის,რომ ფეხის თითზე არსებული წანაზარდის პრობლემა მოვაგვაროთ.

5 საშუალება, თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ პოდაგრისგან

1.პირველ ყოვლისა საჭიროა ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა და ამის გაკეთება შემდეგი მეთოდით არის შესაძლებელი: საღამოს 1 ს.კ.  დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ. წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. გამზადებული ნაყენი გადაიტანთ თერმოსში და დატოვეთ მომდევნო დღემდე. დილით ნარევი გაფილტრეთ და მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა მცირე რადიოებით (მიღებული სითხე ერთიანად არ დალიოთ)მიიღეთ.

3 დღის განმავლობაში დაამზადეთ ახალი ნაყენი, რათა მეორე დღეს დალიოთ. ერთი კვირის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ. შედეგად დაფნის ნაყენი ორგანიზმიდან სრულიად გამოდევნის მარილებს.

2.თქვენ 2 თვეში გათავისუფლდებით ფეხზე არსებული წანაზარდისგან, თუ მასზე შემდეგი რეცეპტით დამზადებულ ნარევს წაისმევთ: 5 დიდ დაფნის ფოთოლს დაასხით 100  მლ. არაყი, გააჩერეთ 1 კვირის განმავლობაში, ნარევი პერიოდულად ანჯღრიეთ. გაიკეთეთ ფეხების ცხელი აბაზანა სოდით (1 ს.კ. სოდა არეული 3 ლ. წყალში), ხოლო შემდეგ წანაზარდზე, მთელი ღამე დაიდეთ არყისგან დამზადებული ნაყენის კომპრესი (იმისათვის, რომ ძილის დროს კომპრესი არ მოშორდეს ჩაიცვით მჭიდრო წინდები).

3.შემდეგი რეცეპტი: 5 აბი ასპირინი დაფშვენით და გაურიეთ 10 მლ. იოდს. მიღებული წამალი წაისვით ფეხის თითზე არსებულ წანაზარდზე. იოდის და ასპირინის ნარევი  ეფექტურია სახსრების ტკივილის  დროს, ამიტომ შეგიძლიათ წაისვათ მუხლებზე, მაჯაზე და ა.შ.

4.ასევე საუკეთესოა იოდის ბადე: 30 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს დაიხატეთ იოდის ბადე პოდაგრის მიდამოებზე.

5.იოდი და ლიმონის წვენი ერთმანეთს თანაბრად აურიეთ (1:1). ნარევი ეფექტურია არა მარტო პოდაგრის, არამედ  ფეხის ქუსლის დეზის (პლანტარული ფასციიტის) სამკურნალოდაც.

კომენტარი