ღვეზელი ვაშლებით და კრემით- შესანიშნავი რეცეპტია!

136

საჭირო ინგრედიენტები:
– 2 კვერცხი
– 1,5 ჭიქა შაქარი
– 2,5 ჭიქა რძე
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 2 ჭიქა წყალი
– 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
– 1 ს/კ საფუარი
– 5 ც. ვაშლი
– 2 კვერცხის გული
– 10 გ ვანილის შაქარი
– 100 გ ნაღები
– 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი 

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 0,5 ჭიქა რძე, კარაქი, წყალი და ფქვილი. დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და საფუარი. მასას კარგად მოურიეთ. გაფცქვენით და გამოშიგნეთ ვაშლები. 

ცხობის მრგვალ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩადეთ და ფორმაში ვაშლები გადაიტანეთ. ფორმაში ცომი ჩაასხით და გამოაცხვეთ დესერტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. 

მოამზადეთ კრემი- შეურიეთ ერთმანეთს 2 ჭიქა რძე, ნაღები და ვანილის შაქარი. ქვაბი ამ ნარევით ნელ ცეცხლზე დადგით, აადუღეთ და დაამატეთ 3 ს/კ შაქარი, 2 კვერცხის გული და სახამებელი. ინგრედიენტებს მოურიეთ და მოხარშეთ სანამ კრემი ერთგვაროვანი კონსისტენციის არ გახდება. კრემს გაცივება აცადეთ და ვაშლები ამ მასით გაავსეთ. 

უგემრიელესია!

კომენტარი