უგემრიელესი სალათა, რომლის მომზადება უმარტივესია- კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის

621

თქვენ დაგჭირდებათ:
– 300 გ შებოლილი ქათმის ხორცი
– 4 კვერცხი
– 1 ც. მდნარი ყველი
– 2 ც. კარტოფილი
– 1 ც. ხახვი
– 1 ს/კ ძმარი
– 100 მლ წყალი
– მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:
მოხარშეთ კარტოფილი და 4 კვერცხი. 

დააქუცმაცეთ ხორცი.

გახეხეთ ყველი და კარტოფილი. 

განაცალკევეთ ერთმანეთისგან კვერცხის გულები და ცილა- ორივე კომპონენტი გახეხეთ. 

მრგვალად დაჭერით ხახვი და დაასხით მას ძმარი და ცხელი წყალი. ამ მარინადში ხახვი 20 წუთით დატოვეთ. 

გადაიტანეთ სალათა თეფშზე ფენა-ფენა:

1. ხორცი, მაიონეზი;
2. ხახვი;
3. კარტოფილი, მაიონეზი;
4. კვერცხის გულები;
5. ყველი, მაიონეზი;
6. ცილა.

კომენტარი