კარტოფილი “აიდაჰო”- უგემრიელესია!

43

თუ არ იცით რა ორიგინალური რეცეპტით მოამზადოთ კარტოფილი, ეს მეთოდი გამოგადგებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:
– 500 გ კარტოფილი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 3 ჩ/კ პაპრიკა
– 4 კბილი ნიორი
– 1 ჩ/კ სანელებელი კარი
– 0,5 ჩ/კ კურკუმა
– 1 ჩ/კ კამა
– 1 ჩ/კ მდოგვი
– 50 მლ ზეითუნის ზეთი
– 1 ს/კ წყალი

მომზადების წესი: 

კარგად გარეცხეთ კარტოფილი ჯაგრისით და 4-8 ნაწილად გაჭერით. აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და მოხარშეთ კარტოფილის ნაჭრები 2-3 წუთის განმავლობაში. შეურიეთ ერთმანეთს სანელებლები და მარილი. დააქუცმაცეთ ნიორი და მიღებული მასა სანელებლებს, ზეთს და მდგოვს შეურიეთ. კარტოფილი თეფშზე გადაიტანეთ, მარინადი დაასხით და კარგად მოურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კარტოფილი 20-30 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი