ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო ნიღაბი: ნაცადი და ეფექტური რეცეპტი

90

ჰიპერპიგმენტაცია საკმაოდ დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუმცა მისი მოგვარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. თუ მომდევნო რეცეპტით მომზადებულ ნიღაბს ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია ორი რეცეპტი, არჩევანი თავად გააკეთეთ, თუ რომელ ნიღაბს გამოიყენებთ.

რეცეპტი 1.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნიღაბი?

1 ს.კ. ვაშლის ძმარს დაუმატეთ 1 ს.კ. წყალი და კარგად აურიეთ. ნარევი წაისვით პიგმენტით დაფარულ ადგილებზე და გაიჩერეთ 10 წუთი (გამოიყენეთ კოსმეტიკური ბამბის დისკი), ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

რეცეპტი 2.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნიღაბი?

კიტრის წვენი- 2 ჩ.კ.

ლიმონის წვენი- 2 ჩ.კ.

წვენის მოსამზადებლად, გაფრცქვენით და გახეხეთ კიტრი, ხოლო შემდეგ მარლის დახმარებით გაწურეთ და აურიეთ ლიმონის წვენს.

მიღებული ნარევი წაისვით კანის იმ ადგილებზე, სადაც პიგმენტაციაა და დაიმასაჟეთ 2 წუთის განმავლობაში. ნარევი კანზე გაიჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წლით.

ეფექტური შედეგის მისაღწევად მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 1 თვის განმავლობაში, ყოველ დღე, თუმცა ცვლილებას პროცედურის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ.

კომენტარი