ვაფლის ტორტი ცხობის გარეშე: ნიგვზით და შოკოლადის მინანქრით (ორიგინალური გემო)

110

ინგრედიენტები:

მრგვალი ვაფლის ფირფიტები- 6 ცალი;

ნიგოზი- 180 გრ.

შედედებული რძე- 380 გრ.

კაკაო- 5 დესერტის კოვზი;

რძე- 6 ს.კ.

კარაქი- 35 გრ.

tor2

მომზადების წესი:

1.ტორტის ასაწყობად გამოიყენეთ ხის დაფა: ყველა ვაფლის ფირფიტას წაუსვით მოხარშული შედედებული რძე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მასას, რომ ფირფიტის გვერდებიდან არ გადმოვიდეს.

2.პირველ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, ზემოდან დააფარეთ მეორე ფირფიტა და ისევ დააყარეთ ნიგოზი. ასე დაალაგეთ ყველა ფენა ერთმანეთს (ცოტა ნიგოზი დაიტოვეთ ტორტის გასაფორმებლად).

3.მოამზადეთ მინანქარი: ღრმა ალუმინის ჯამში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ზევით მითითებული რაოდენობის კაკაო, შაქარი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ინგრედიენტების გადნობისთანავე დაუმატეთ კარაქის პატარა ნაჭერი და ურიეთ ერთი მასის მიღებამდე.

3.მიღებული მინანქარი გააგრილეთ, ზემოდან მოასხით ტორტს და კოვზით გაათანაბრეთ, ხოლო შემდეგ გააფორმეთ დარჩენილი ნიგვზით და 1 საათით მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი