შოკოლადის ორცხობილა, რომელიც 15 წუთში მზადდება (ნატურალური და ბავშვების საყვარელი სასუსნავი)

133

ინგრედიენტები:

შოკოლადი (გასადნობად)- 240 გრ.

კვერცხი- 2 ცალი;

კარაქი- 4 ს.კ.

ფქვილი- 2/3;

გამაფხვიერებელი- 1/2 ჩ.კ.

ვანილი- 1 ჩ.კ.

დაქუცმაცებული შოკოლადი- 150 გრ.

მომზადების წესი:

1.აირღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე;

2.ცეცხლგამძლე ჭურჭელზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

3.150 გრ. შოკოლადი დაამტვრიეთ საშუალო ზომის  ნაწილებად.

4.მიქსერით ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ვანილი (4 წუთის განმავლობაში).

5.კარაქთან ერთად გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

6.ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მას დაუმატეთ შოკოლადის მინანქარი და კარგად მოურიეთ.

7.მიღებულ ცომს დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები და კვლავ კარგად მოურიეთ.

8.მოზრდილი კოვზის დახმარებით ცომის ულუფები გაანაწილეთ საცხობ  ჭურჭელზე ერთმანეთისგან  5-7 სმ.-ს დაშორებით და გამოაცხვეთ აირღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი